Კვების ორგანიზება დიეტის დროს

ამ თემას არაერთხელ შევხებივარ და კიდევ ერთხელ მინდა შევეხო.

Როცა ადამიანს რამის გაკეთება გინდა აუცილებლად მოახერხებ. როცა არ გინდა, ყოველთვის იპოვი მიზეზს რომ ეს არ გააკეთო!!!

Ხშირად მწერენ “მე მაგდენი დრო არ მაქვს რომ ჩემთვის ცალკე ვიკეთო საჭმელი”. Გარწმუნებთ დრო არც მე მაქვს. Ოჯახის, 2 სამსახურის და ბლოგის პატრონᲘ ვარ და სურვილი რომ მაქვს, მაინც ვახერხებ.

საკვებს Ოჯახისთვის როცა ვაკეთებ, პარალელურად ჩემთვისაც მის დიეტურ ანალოგს ვამზადებ. გუშინ მაგალითად ახალი კომბოსტოს სალათი მქონდა. ოჯახის წევრებს ნაყიდი მაიონეზით უყვართ. Რადგან მე მაიონეზს არ ვჭამ ჩემთვის ცალკე გავიკეთე. ცალკე გავიკეთე მეთქი კი დავწერე მაგრამ სინამდვილეში Ძალიან მარტივად Გამოვძვერი და Აი როგორ….

Ბოსტნეული ხომ დავამუშავე. Დავჭერი, გავხეხე და ა.შ.

Გადავანაწილე Ორ ჯამში.

კომბოსტოს, სტაფილოს, ხახვს და მწვანილს ერთ შემთხვევაში მაიონეზი დავამატე. Მეორე შემთხვევაში Კი გაწურული მაწონი.

ბოლოს ორივე Მარილით და პილპილით შევაზავე და მივიღე ორი კერძი.

Დამეთანხმებით ვიზუალურად აბსოლუტურად იდენტურია.

Არადა ერთი მათგანი დიეტურია და გამოდგება როგორც დუკანის დიეტისთვის, ასევე ჯანსაღი და დაბალკალორიული კვებისთვის. Მეორე კი “ჩვეულებრივია”, Ოჯახის “უნამუსო” წევრებისთვის. 😁

“Უნამუსოს” იმიტომ ვუწოდებ რომ ამას ჭამენ და ჩემგან განსხვავებით, არ სუქდებიან. 😄😄😄

Მოკლედ ეს სალათები Იმდენაც ერთნაირებია, გასინჯვის გარეშე მისი გარჩევა თავიდანვე ჭირს და მაცივარში მოთავსების მერე კიდევ უფრო შეიძლება გაგიჭირდეთ და ამის გამო მე ჩემს მეთოდს შემოგთავაზებთ.

Დიეტურს ვდებ “მაღალ და გამხდარ” კონტეინერში. Არაიეტურს კი “დაბალსა და მსუქანში”. 😄

Ასე “დაპროგრამებული” სალათის მირთმევის დროს არც დიეტის დარღვევა მინდება და არც ის მემუქრება რომ შემეშალოს და “შემომეჭამოს” ანუ დიეტა რომ “ამერია” ამის გამო “შემომერღვეს”.

გემრიელ კვებას და იოლ კლეᲑას გისურვებთ ყველას.

#Მევარგამხდარი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s