Დიეტური Ხაჭაპური

Დიახ, ხაჭაპური და არა მისი ნაცვალი. 😄😄😄

დუკანური კერძებიდან ჩემი ხაჭაპურისნაცვალი უდავოდ ჩემი ფავორიტი კერძია. როცა დიეტაზე ვზივარ კვერცხი, ხაჭო და სახამებელი ყოველთვის მომეპოვება.
ამიტომ ნებისმიერ დროს მაქვს 10 წუთში მოსამზადებელი, უგემრიელესი, ნოყიერი და დიეტური კერძი.

ყველაზე ხშირად ამ კერძს ვაკეთებ და ამასობაში ცოტა კიდევ უფრო დაიხვეწა და მთლად გახაჭაპურდა.

ძველ რეცეპტს და მის ვიდეოვერსიას აქვე ნახავთ.

მე კი აქ ახალ რეცეპტს გთავაზობთ.

დაგვჭირდება:
180 გრამი უცხიმო ხაჭო.
1 კვერცი.
1 ს.კ. კეფირი.
1 ს.კ. სახამებელი.
მწიკვი სოდა ან გამაფხვიერებელი

მომზადება:
დადგით ტაფა გასაცხელებლად. სანამ ის გაცხელდება დავაბლენდეროთ ხაჭო, კვერცხი და კეფირი და სოდა. სწრაფად დავამატოთ სახამებელი და გადავიტანოთ ტაფაში.

ზემოდან სწრაფადვე მოვალაგოთ 10-15 გრამი ძალიან თხლად დაჭრილი ყველი.
კოვზით ჩავძიროთ ცომში. ტაფას დავაფაროთ თავზე და გამოვაცხოთ ჯერ ერთი მხრიდან, მერე მეორე მხრიდან.

უგემრიელესია. მართლაც იმერულ ხაჭაპურს გავს.

p.s.

მეგობრებო, შეგახსენებთ რომ ჩემი ბლოგს წიგნის სახე მივეცი და ამჟამად ლიტერატურულ კონკურსში იღებს მონაწილეობას. ვისაც მოგწონთ რასაც ვაკეთებ და გინდათ “მსუქნების სამაგიდო წიგნმა” დღის სინათლე გინდათ იხილოს, გადადით საიტზე და ხმა მომეცით.
ხმის მიცემა უფასოა!!!
მითითებულ საიტზე თქვენს მიერ საჭირო ველში თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოგივათ sms კოდი, რომელიც იქვე მეორე ველში უნდა შეიყვანოთ და დააფიქსიროთ.

წინასწარ ყველას გიხდით მადლობას!!!

https://www.palitral.ge/?option=com_literaryproject&view=author&Itemid=714&authorId=582

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s