დედის დღე

დღეს დედის დღეა. დაწრმუნებული ვარ ყველა დედისა და შვილისთვის მნიშვნელოვანი დღე.

მე დედაც ვარ და რაღა თქმა უნდა შვილიც.

ეს ორი როლი ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებულია. ბედნიერი ვარ რომ ღმერთმა დედობის ბედნიერება ორჯერ მაჩუქა და ჩემი ორი შვილია ჩემი მამოძრავებელი და მოტივატორი.

მადლობელი ვარ ღმერთის იმაზეც, რომ ჩემს 46 წლის ასაკშიც კი შრომის უნარიანი დედიკო და მამიკო მყავს და იმის ნაცვლად რომ იქით დავეხმარო, კიდევ აქეთ მეხმარებიან.❤❤

როცა თავად გავხდი დედა, დედაჩემის “დედობა” მხოლოდ მაშინ დავაფასე. მივხვდი ეს რა არის. მანამდე როგორ შვილების უმრავლესობა ნაკლებად ან არასწორად ვაფასებდი.

დედობა სიყვარულის შეუდარებელ გრძობასთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობა და ასევე უდიდესი შრომაა. დედისთვის შვილი ნებისმიერ ასაკში პატარა ბავშვია და დედაჩემიც ახლაც ისეთივე რუდუნებით ზრუნავს ჩემზე, როგორც პატარაობისას ზრუნავდა. ყოველთვის ჩემს გვერდით იყო. ნებისმიერ გაჭირვებაში გვერდში მედგა და ჩემი პრობლემების დაძლევაში მეხმარებოდა. ჩემი უმთავრესი პრობლემა – ჭარბი წონა და მასთან ბრძოლა ჩემი ხომ ცხოვრების თანმდევი პროცესია და არაერთხელ დედასთვისაც კი დამიბრალებია და მითქვამს შენი ბრალია მსუქანი რომ ვარ-თქო. რადგან პატარაობაში გადატანილი დაავადების გამო ჩემს კვებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავდა. მაშინ სხეულის მასის დეფიციტიც მქონია და წონის მომატება ერთ-ერთი აუცილებლად მოსაგვარებელი თემა ყოფილა. ჰოდა ისე საგულდაგულოდ მიმკურნალა, ისე გულმოდგინედ გამომკვება და გამასუქა, ეს პრობლემა სანატრელი გამიხდა. 😂 მას მერე ჭარბ წონას ვებრძვი. დღესაც მასთან რომ მივდივარ ხოლმე, ისეთი სამზადისით მხვდება, ხანდახან მგონია რომ ნაშიმშილარი ვგონივარ.😂😂😂😂 თან ისეთ ხაჭაპურებს აცხობს, დანაშაულია რომ არ შეჭამო. მსუნაგი ადამიანის ამბავი კი მოგეხსენებათ. ერთ ნაჭერს , მეორე მოჰყვება….

მერე ერთ მომატებულ კგ-ს კიდევ მეორე.

და ასე….

თქვით ახლა ვინაა დამნაშავე? მე თუ დედა. ნუ გააკეთებს გემრიელ ხაჭაპურს და სულაც არ გავსუქდები. ეეეჰ…

ეს სიმართლენარევი ხუმრობაა რასაკვირველია.

არადა რა ქნას. როგორც ყველა კარგ დედას უპირობოდ უყვარს შვილი და მის ნაკლსაც კი ვერ ხედავს. 110 კგ რომ ვიყავი და ძლივს დავგორავდი, მაშინაც კი მეუბნებოდა, ნუ ნერვიულობ, არ ხარ ძალიან მსუქანიო. ამაზე სულ ვცოფდებოდი ნუ მამშვიდებ მეთქი. რომ გავხდი გავახსენე ეს ამბავი და სურათები რომ ვაჩვენე თავში ხელი შემოირტყა, მაპატიე შვილო ვერ ვხედავდიო.

ეეეჰ…

რა ქნას….

უყვარს შვილი.

რა იქნებოდა დავმგვანებოდი დედას. რაც თავი მახსოვს ერთი წონისაა. მე კი ხან გავხდები, ხან გავსუქდები, ხან გავხდები, ხან გავსუქდები და ასე….

დღეს დედასთან მივდივარ და გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი. მე ხომ ახლა ზომიერებას ვსწავლობ და ჩემი საყვარელი დედიკო რა გემრიელობასაც დამახვედრებს, მხოლოდ ერთი ნაჭერი უნდა შევჭამო.

დედის დღეს გილოცავთ ყველას.

#მევარგამხდარი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s