დუკანის დიეტა-პირველი ფაზა

პირველი ფაზა ე.წ. შეტევა – დუკანის დიეტის უმნიშვნელოვანესი ფაზაა.
შეტევის დროს ორგანიზმის ენდოკრინული სისტემა, უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის ცილოვანი პროდუქტების გადამუშავების გამო გადადის განსაკუთრებულ რეჟიმზე, რომელიც თავისთავად იწვევს ორგანიზმში დაგროვილი ცხიმების წვას. სწორედ ამ მექანიზმის ჩართვაა შეტევის ფაზის მიზანი და მისი სწორად გაკეთება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს რამდენად სწრაფად და ეფექტურად დავიკლებთ წონაში.

დუკანის დიეტის პირველი ფაზა გრძელდება 2-7 დღე და მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენს წონაზე.
ჭარბი წონა თუ: 5 კგ-მდე რეკომენდებულია შეტევის 1-2 დღე.
5-10 კგ-მდე 3-5 დღე
10 კგ-ს ზევით 5-7 დღე
მისი ზუსტად გამოთვლა შეგიძლიათ თავად დუკანის საიტზე.
http://www.dukandiet.co.uk/calculate-your-true-weight

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ:
დუკანის დიეტის აუცილებელი, შეუცვლელი კომპონენტებია:
1) შვრიის ქატო. პირველ ფაზაში 1,5 სადილის კოვზის ოდენობით ყოველდღიურად უნდა მიიღოთ ნებისმიერი თქვენთვის მისაღები, უმი ან თერმულად დამუშავებული სახით.
2) წყალი _ დღეში მინიმუმ 2 ლიტრის ოდენობით. (შეტევის ფაზაში მით უმეტეს)
3) ფეხით სიარული ყოველ-დღე 20 წუთის განმავლობაში, შეუჩერებლად.


ჩემი მხრიდან კი ამას დავამატებ:
4) მცენარეული ზეთი _ 1 ჩაის კოვზი თერმულად დამუშავების გარეშე. სალათებზე მოსასხმელად ან უკიდურეს შემთხვევაში ტაფაზე ან გამოსაცხობ ფორმაზე მოსასმელად.
5) ძილის რეჟიმი. სასურველია ერთსა და იმავე დროს ჩაძინება. ეს ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედებს.


შეტევისას დაშვებულია:

  1. ხორცი
  2. თევზი
  3. კვერცხი
  4. რძის პროდუქტები

განვიხილოთ თითოეული მათგანი დეტალურად.

  1. ხორცი:
    საქონლის, ქათმის, ინდაურის, კურდღლის ხორცი და მათი სუბ-პროდუქტები. ისინი შეუზღუდავად შეგვიძლია მივიღოთ. თუმცა ჩვენი ჯანმრთელობისთვის უმჯობესია წითელ ხორცი იშვიათად მოვიხმაროთ (საქონელი, ღორი) და უმეტესად თეთრი ხორცი გამოვიყენოთ (ქათამი, ინდაური და ა. შ.)
    სიფრთხილე გვმართებს ღორის ხორცთან!!! შეიძლება მხოლოდ სუკის ნაჭრები.
  2. ნებისმიერი თევზი და ზღვის პროდუქტი ასევე შეუზღუდავი ოდენობით შეგვიძლია მივიღოთ. მათ შორის ხიზილალა, კრევეტები, დამარილებული და შებოლილი თევზი და ა.შ. რაც მეტი იქნება მსგავსი პროდუქტები ჩვენს რაციონში მით მეტი იქნება კლება. ფრთხილად შებოლოლ თევზთან. მისმა მიღებამ შეიძლება პლატოს ეფექტი გამოიწვიოს. ოღონდ პლატოსგან განსხვავებით ამ დროს კლება არ ჩერდება, უბრალოდ ცოტა ხნით სასწორზე არ აისახება. მერე კი ჭარბი კგ-ები ერთბაშად წავა. მე პირადად მქონია შემთხვევა როცა შებოლოლმა თევზმა 3 კვირა შემიჩერა წონა. შემდეგ კი ერთბაშად 3 კგ უკვალოდ გაქრა.
  3. კვერცხი. კვერცხის ცილა შეუზღუდავი ოდენობით შეგიძლიათ მივიღოთ. რაც შეეხება კვერცხის გულს, დღის განმავლობაში დაშვებულია მხოლოდ 2 კვერცხის გულის მიღება!!!!მათ ვისაც ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებელი გაქვთ სისხლში, კვერცხის გულთან მიმართებაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ.
  4. რძის პროდუქტები 0%(!!!!!) იანი ცხიმიანობით. შეგიძლიათ მიიღოთ დღეში მხოლოდ 700 გრამის ოდენობით!!!! რძე, ხაჭო, კეფირი, ე.წ. კრემხაჭო და ა.შ.

შეტევისას და ზოგადად დუკანის დიეტაში კატეგორიულად აკრძალულია ყველანაირი ხილი, ხილის ჩაი, კომპოტი, ლიმონათი შაქრიანი სასმელები და ა.შ
ასევე ნებისმიერი აკლოჰოლი.


ხილის აკრძალული პროდუქტების სიაში მოხვედრა დუკანის დიეტის ყველაზე უსიამოვნო პუნქტია. თუმცა გამონაკლისი აქაც გვაქვს. შეგიძლიათ მიიღოთ კენკრა – გოჯი (იყიდება აფთიაქებში). ე.წ. გოჯი-ბერი.
სიმართლე რომ გითხრათ რამდენჯერმე ვიყიდე და ხან გამოდგა და ხან არა. ამიტომ ცოტა გული მაქვს აცრუებული მის შეძენაზე და მე პირადად მის გარეშეც იოლად გავდივარ. ))))

იმისათვის რომ ჩვენი მომზადებული საკვები იყოს მრავალფეროვანი, გემრიელი და გამოვკვებოთ არა მხოლოდ სხეული არამედ “სულიც” ჩამონათვალში გვაქვს კიდევ რამდენიმე კომპონენტი. მათი მეშვეობით შევძლებთ გავამრავალფეროვნოთ ჩვენი დიეტური სუფრა.
1) ყავა, ჩაი, მინერალური წყალი.
2) მარილი ზომიერად.

3) შაქრის შემცვლელი
აკრძალულია სორბიტი, ფრუქტოზა, გლუკოზა, ქსილიტი, მალტიტი. დაშვებულია სტევია, სუკრალოზა, სუკრაზიტი, ასპარტამი, სახარინი, ციკლამატი
4) ძმარი, ლიმონის წვენი (და არა თავად ნაყოფი), უშაქრო მდოგვი, უშაქრო სოიოს სოუსი,
ჟელატინი (აგარ-აგარიც), საფუარი, გამაფხვიერებელი, სოდა, უშაქრო ვანილი, სუნელები, მათ შორის ჯანჯაფილი (იგივე ჯინჯერი, კოჭა), დარიჩინი და ა.შ.
5) სადილისთვის 1 პატარა თავი ხახვი, ასევე მწვანე ხახვი, ნიორი და მწვანილი.
7) 3-4 ცალი მჟავე კიტრი (უშაქრო)
8) ასევე უშაქრო ტომატ პასტა ან 1-2 თერმულად დამუშავებული პომიდორი.
9) უშაქრო კოკა-კოლა, პეპსი და ა.შ. დღეში არაუმეტეს 1 ჭიქისა.
10) ასევე შეიძლება შირატაკის მაკარონი და კონჯაკის ბრინჯი.

შეტევის ფაზაში შეიძლება გარკვეული სახის დისკომფორტი შეგექმნათ, პირის სიმშრალე ან უსიამოვნო სუნი პირიდან, თავბრუსხვევა, გულისფრიალი და კუნთების სისუსტე. ეს ჭარბი ცილების მიღების შედეგია და დროთა განმავლოვაში ალაგდება. ამ დროს მთავარია სითხის სწორად მიღება. ასევე შეგიძლიათ უშაქრო საღეჭი რეზინი და ასევე უშაქრო კარამელის კამფეტები მიირთვათ. აუცილებლად დააკვირდით მის შემადგენლობას უნდა იყოს დამზადებული მხოლოდ დაშვებულ შაქრის შემცვლელზე!!!

აქვე შემიძლია მაგალითისთვის შეტევის ჩემი ერთი დღის მენიუ შემოგთავაზოთ:

შეტევის და მონაცვლეობის ფაზებში, ჩემი დილის და საღამოს მენიუ განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა არ იცვლება და მათ რიტუალური ხასიათი აქვთ.
დილას ქატოსგან მომზადებულ კერძს მივირთმევ, საღამოს კი ხაჭოსგან. ან პირიქით, ან ორივეჯერ ორივეს კომბინაციას.

ეს შეიძლება იყოს დუკანური ფაფა, ღომი, ხაჭაპური, ოლადი და ა.შ. (უმად ქატოს მიღება არ მიყვარს რადგან ძალიან მალე მაშიებს)

ან ხაჭო+მაწონი ან კეფირი, ომლეტი ხაჭოთი, ხაჭოს ბლინები და ა.შ.

რაც შეეხება სადილს.
ის ბევრად მრავალფეროვანია.
შეგიძლიათ მიირთვათ ქათმის ხორცის კერძები, მაწვნის სუპი, ბიფსტროგონოვი, საქონლის ან ქათმის კოტლეტი, კუჭმაჭი, თევზი, კვერცხი თინუსის სატენით, ლაბა ე.წ. ხალადეცი და ა.შ. მე პირადად ძალიან ხშირად გადავურჩენივარ ჩემს ექსპრეს-სადილს. ოღონდ შეტევის დროს მას მხოლოდ ხორცით და კვერცხით ვაკეთებ.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემი მენიუ პირდაპირ დამოკიდებულია ოჯახის მენიუზე. დღეს მაგალითად ბიფსტროგონოვი მათთვის არაჟნით, ჩემთვის კი მაწვნით გავაკეთე.

შუალედში ერთ ხემსს კიდევ ვასწრებ. ეს იქნება რძიანი ყავა და რამე დესერტი.
მაგ. კეფირის ჟელე, (ხილის გარეშე) რომელიც მთელი ზაფხული ნაყინის მაგივრობას მიწევს.

სულ ეს არის. გამოდის რომ საფიქრალი მხოლოდ სადილის მენიუ მაქვს ხოლმე და უმეტესწილად ოჯახის კვების მოდელი მეხმარება ამ საკითხის გადაწყვეტაში.

შეტევის ფაზის მიმოხილვისას აუცილებლად უნდა შევეხო ჯანმრთელობის თემას.
ყველამ ვიცით რომ ცილოვანი პროდუქტების ჭარბად მიღება ჯანმრთელობის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული და ვისაც არაფერი გაწუხებთ, წყალი მიიღეთ აუცილებლად სათანადო ოდენობით. ხოლო ვისაც თირკმილის პრობლემები გაქვთ სანამ დუკანის დიეტას დაიწყებთ, გირჩევთ კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. მე რადგან ბავშვობაში გადატანილი მაქვს თირკმლის დაავადება, ვფრთხილობ და დუკანის მსუბუქ ვარიანტს ვაკეთებ. 5-6 დღე მაქვს ცილა+ბოსტნეულის დღე 1-2 დღე მაქვს მხოლოდ ცილა. ხშირად კი ცილის დღეებს საერთოდ არ ვაკეთებ.
სითხესაც სისტემატურად ვიღებ. განსაკუთრებით კი დილას უზმოზე 0,5 ლიტრს და ძილის წინ. ასევე უკლებლივ ყველა კვების წინ და შუალედებშიც. წყლის მიღების აუცილებლობის შესახებ ამ ბმულზე შეგიძლიათ წაიკითხოთ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s