ბედობა ანუ კიდევ ერთხელ ვცადოთ

დღეს ბედობაა….
სოციალურ ქსელში რამდენიმე ადამიანის პოსტი შემხვდა ბედობის დაჯერება-არ დაჯერების თაობაზე. ზოგი ამბობს რომ სრულიად არ სჯერა. ზოგი კი იმდენადაა რიტუალებში გადავარდნილი რომ ეჭვს იწვევს მათი კეთილგონიერება. ჩემთვის კი ბედობა სულ სხვა რამეა. მგონია რომ ადამიანები ამ დროს საახალწლო ემოციებისგან უკვე დაცლილები არიან. ამავე დროს ამ ზეიმისთვის გაწეული შრომისგან ძალიან გადაღლილებიც არიან და დასვენების მეტი არაფერი უნდათ. ზოგი ე.წ. პახმელიაზეა. ზოგიც, ჩემი თამადობით, ჭარბად მიღებულ საკვებს ინელებს. ზოგს ახალმა წელმა იმედები გაუცრუა და ახლა ამის გადახარშვას ცდილობს. ზოგი კი საკუთარ თავთან მარტო დარჩენას ისევ გაურბის და ბოლო ენერგიას ისევ მეგობრებსა და ნათესავებთან ურთიერთობასა და “გართობაზე” ხარჯავს. ზოგიც თბილი ლოგინით ტკბება და თვეების განმავლობაში ჩამოწერილ სანახავი ფილმების სიას არჩევს. საიდან დაიწყოს ფილმების ყურება. სხვა უამრავი სურათის აღწერაც შეიძლება რას აკეთებენ ადამიანები ამ დღეს თუმცა ერთი უდავოა. უმრავლესობა განმარტოები ვართ. საკუთარ თავთან და ფიქრებთან მარტოდ დარჩენილები. სწორედ ამ დროს მოდის თავში ადამიანს უამრავი ფიქრი და ემოცია.
ფიქრები რომ მატერიალიზდება ეს უკვე მეცნიერულადაც დადასტურებულია. ის რასაც ვფიქრობთ მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ჩემთვის ახალი წლის დადგომის რამდენიმე წუთიანი ეპიზოდი, როცა ყველა მხიარულობს, სურვილებს იფიქრებს და იმედით შეჰყურებს მომავალს განსაკუთრებული პოზიტიური ენერგიებით სავსეა და ამ დროს თითქოს სამყაროში “გადატვირთვა” ხდება.

ფოტოს ავტორი – shermazana

სწორედ ამიტომაც მგონია რომ ამ ახალი წლის მეორე დღეს სამყაროში გაშვებული ჩვენი ფიქრები ორმაგად მუშაობს და როგორც სპეტაკ თოვლზე, ისე ტოვებს კვალს.
როცა ბედობის არ გჯერა, ვფიქრობ საკუთარი თავის არ გჯერა.
ამ ბლოგს ვწერდი სწორედ, ისევ სოციალურ ქსელში ნათია ფანჯიკიძის პოსტი რომ შემხვდა. ძალიან მომეწონა და მას უცვლელად გთავაზობთ.

ბოლო ფრაზამ განსაკუთრებით მომხიბლა:
“ბედი გაბედვაა, ჯერ ნატვრის და შემდეგ ცდის”!!!!!

მოდი გავბედოთ, ვინატროთ და აუცილებლად ვცადოთ. აკი ბრძენ ქართველს ადრეც უთქვამს ცდა ბედის მონახევრეაო.
ჰოდა ვცადოთ…
დღეს ბედობაა და კიდევ ერთი ცდით ანუ დიეტაზე კიდევ ერთხელ დაჯდომით კიდევ ერთხელ ვცდილობ ტანწერწეტა სხეული დამებედოს.

სხვა ოცნებებისგან განსხვავებით ამ ოცნების ახდენა ხომ ნამდვილად ჩვენს ხელთაა. ასე რომ დღეს თუ დავიცავთ და ამ ოცნების ახდენის ვადას ერთი დღით მივუახლოვდებით!!!

მე ვარ ხათუნა და ვცდილობ ვიყო გამხდარი 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s