ახალ წლამდე 33 დღეა.

ვაიმე…
ვაიმე….
ვაიმე…..
😀 😀 😀
როგორ თვალსა და ხელს შუა გარბის ეს დრო…
გუშინ ბლოგისთვის ვერ მოვიცალე და გავიხედე და ერთ დღეში 33 დღე დარჩაო!!!! დღევანდელი პოსტის სათაურს რომ ვწერდი სიმწრისგან დამცხა კიდეც 😀
არადა დღევანდელმა დღემ ისე ჩაიარა, დუკანელობის არაფერი მეტყობოდა.
დილას ტრადიციული ქატოს ფაფა კი ვჭამე ყველით, მაგრამ შუადღეზე გამოუვალი სიტუაციის გამო მჭადსა და ნიგვზიან ფხალზე მომიწია გადავლა. მერე როგორც დიეტის დარღვევას სჩვევია, “ბარემ დარღვეული მაქვს” და ხილიც მივირთვი.
საღამო კი, მართალია კეფირზე გადავაგორე, მაგრამ დუკანური დღე მქონდა-თქო მაინც ვერ ვიტყვი.
თუმცა კი სწორი კვების თვალსაზრისით ცუდი და არასწორი არაფერი მიჭამია, ჩემი დაკვირვებით, ასეთ დღეებში კლებას არ უნდა ველოდო. რადგან მჭადისა და ხილის ნახშირწყალი თავისას იზამს. თან დღესაც ცოტა გვიან მიწევს დაძინება და ხვალ დილას სავარაუდოდ ვერ ვიამაყებ საკუთარი თავით.

ხვალ კი ჩემი გეგმები უცვლელია. დილას ტრადიციულად დავიწყებ დუკანურად და როგორ დავამთავრებ, ამას ჩემი გადარეული გრაფიკი გვაჩვენებს. 😀
ყოველ შემთხვევაში შაქრიანს და ცომეულს რომ არ შევჭამ ეს ზუსტად ვიცი. მათი ჭამა ძალიან ძვირი მიჯდება და რატომ გავირთულო ცხოვრება.
ბოლო-ბოლო მგონი ჭკუა ვისწავლე.
ან კიდევ…
როგორც იქნა ჩემმა ქვეცნობიერმაც შეიგნო, რომ ტკბილეული და ცომეული მასუქებს და აღარ მთხოვს.
აი, ახლაც…
მაცივარში ჩემი ოჯახის წევრებისთვის განკუთვნილი, ჩემი ხელით ნაყიდი მოჭიქული ტკბილი ხაჭო ე.წ. სიროკი მიდევს და რეაქცია არ მაქვს.
ადრე კიდევ, მაცივარში ეს თუ მეგულებოდა, მე მსუნაგს, რა დამაძინებდა. 😀 😀 😀
ეგ კი არა, ისიც უნდა ვაღიარო რომ არაერთხელ ბავშვებისთვისაც კი შემიჭამია მსგავსი სასუსნაოები, იმის იმედით რომ ხვალ კიდევ ვუყიდი. 😀 😀 😀 მერე კიდივ მიკვირდა რა მასუქებს მეთქი. 😀 😀 😀 😀 😀
ეეჰ… რა სულელი ვიყავი.
ახლა კი მიხარია რომ ასე აღარ ვარ. ერთი ნაბიჯით ხომ მაინც წავიწიე წინ.
მართალია მორიდებით, მაგრამ ამ ეტაპზე ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ #ტკბილიარმიყვარს.
თუმცა ეს აფირმაციაც კიდევ ბევრჯერ უნდა გავიმეორო, რომ საკუთარი თავი საბოლოოდ დავარწმუნო ამაში. ყოველთვის მშურდა იმ ადამიანების ვისაც ტკბილი არ უყვარს.
ახლა კი ტრადიციულად კიდევ ერთელ შევუძახებ ჩემს თავს რომ #მევარგამხდარი და ამ აზრებით წავალ დასაძინებლად.
ღამემშვიდობის
კლების ღამე ყველა მოდიეტეს

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s