ახალ წლამდე 38 დღეა

რაღაც ჭრის აი…
საკუთარ თავს მიზანი რომ დავუსახე და სათაურებში რიცხვებს კლებადად ვწერ, ცხადად ვაანალიზებ რომ ახალი წელი ახლოვდება და ჩემი მიზნისთვის ბრძოლაში
დარღვევების ადგილი არაა. შესაბამისად დარღვევის სურვილიც აღარ მაქვს.

დილას ტრადიციულად ქატოს ფაფა მივირთვი ყველით.
სადილზე დუკანური აჭარული ხაჭაპური (რეცეპტს უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ).
სამხარზე ისევ ყავა და ცოტაოდენი ნიგოზი მივირთვი. (არ დაგიმალავთ და გეტყვით, ჩემი შვილისთვის ოსპი გავაკეთე და ერთი კოვზი გავსინჯე კიდეც.
ოღონდ ერთი…
ოღონდ მოზრდილი კოვზი…. 😀 😀 😀
მართალია დუკანი ოსპს და ზოგადად მარცვლოვნებს არ წყალობს, მაგრამ ნუტრიციოლოგები ოსპს ხომ ცილოვან პროდუქტად მიიჩნევენ და ამიტომაც გავბედე და “გავსინჯე”. 😀 😀 😀 😀 😀
შემდეგ კი ვახშამზე – ერთ ცალ იოგურტსაც გეახელით.
სამუშაოს გამო ცოტა გვიან მომივიდა დაძინება და რომ მომშივდა ერთი ჭიქა კეფირიც მივირთვი.

შიმშილის “შეტევებმა” როგორც მოსალოდნელი იყო, ცილოვანი დღეების დაწყებისთანავე იკლო. გასინჯულმა ოსპმაც არ გამოიწვია შიმშილის გამძაფრებული გრძნობა. ასე რომ ვფიქრობ ღირს მსუბუქ დუკანში მისი ჩართვა.
ძალიან მიხარია რომ უკვე ისევ ისე მოკრძალებულად მშივდება, როგორც დუკანის დიეტის დროს. და ეს მაბედნიერებს.
მგელივით რადგან არ მშია. ბევრსაც არ ვჭამ.
ეს კი იმას ნიშნავს რომ მიზანს ყოველ დღე ვუახლოვდები.
ახალ წლამდე 38 დღე დარჩა და ძალიან მინდა დამსახურებულად წარმოვთქვა ჩემი საოცნებო ფრაზა
#მევარგამხდარი




კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s