ყაბაყის ღვეზელი

მოგესალმებით.

ჩემი ღვეზელების კოლექციას კიდევ ერთი შეემატა. ეს გახლავთ ყაბაყის ღვეზელი.

ესეც იოლად კეთდება და უგემრიელესია. ერთჯერადად 3 დღის ნორმას ვაკეთებ და თუ ვინმე არ ჩამეწილა, 3 დღის სამყოფი საუზმე(ან ვახშამი) მზად მაქვს.

დაგვჭირდება

●3 მოზრდილი ყაბაყი. ●6 კვერცხი, ●6 ს.კ ქატო, 2. ს.კ. სახამებელი ●2 ჩ.კ.გამაფხვიერებელი. მარილი პილპილი

ყაბაყი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. დავაყაროთ 1 არასავსე ჩ.კ.მარილი. გავაჩეროთ დაახლოებით 15-20 წუთი რომ ზედმეტი სითხე გამოუშვას.

ამის შემდეგ ხელით კარგად გავწუროთ. დავამატოთ 6. ს.კ ქატო და რამდენიმე წუთი გავაჩეროთ. სანამ ქატო დალბება ავთქვიფოთ კვერცხის ცილა. შემდეგ ყაბაყის და ქატოს მასას დავამატოთ 6 კვერცხის გული და კარგად ამოვურიოთ. შემდეგ დავამატოთ 2 ს.კ. სახამებელი და წინასწარ ღრუბელივით ათქვეფილი 6 კვერცხის ცილა. პილპილიც არ დაგვავიწყდეს. შემდეგ გადავიტანოთ ზეთმოსმულ პერგამენტიან ან სილიკონის ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე. ჩემი ფორმა 28 სმ-იანია.

გამოდგება მეორე მეორე ფაზისთვის.

#მსუბუქდუკანს ვინც აკეთებთ ზემოდან ყველიც მოახეხეთ ან წვრილად დაჭრილი ცომში დაუმატეთ.

გემრიელად მიირთვით.

კლებით შეგერგოთ.

#მევარგამხდარი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s