დუკანური მენიუ შეტევის ფაზისთვის

მოგესალმებით.

ჩემთვის, ჭარბ წონასთან ბრძოლაში ყველა ხერხი გამართლებულია. მათ შორის ასტროლოგიურიც. 😍

იმაზე რომ მთვარე ჩვენს წონაზე გავლენას ახდენს ხომ აღარ ვდაობთ. კლებადი მთვარე რომ საუკეთესო დროა დიეტის დასაწყებად უკვე ესეც მოგეხსენებათ. ჰოდა გამოვიყენოთ ეს დრო და ჩვენს საყვარელ მთვარეს ორგანიზმში დაგროვილ სითხესთან ერთად, ზედმეტი ცხიმიც გავაყოლოთ.
შეგვიძლია სურვილიც ჩავიფიქროთ – როგორც მთვარე ტანწერწეტდება თვალსა და ხელს შუა, ჩვენც ასევე გავტანწერწეტდეთ. 😍😍😍

მოკლედ ვისაც დიეტის დაწყება გინდათ და თავს ვერ აბამთ ეს დღეები საუკეთესოა. აგერ ბატონო, საბაბიც უკვე გაქვთ და აღარ გადადოთ. მერე რა რომ არც ორშაბათია, არც თვის დასაწყისია და არც ახალი წელია. დღესვე დაიწყეთ. მათ კი ვინც ახლა ეცნობა დუკანის დიეტას და დაბნეულმა არ იცის საიდან დაიწყოს ვურჩევ დაკდეს და ჩემი ვრცელი სტატიები ნელნელა, გულდასმით გადაიკითხოს.
დუკანის დიეტა – ძირითადი პრინციპები
დუკანის დიეტა -პირველი ფაზა
დუკანის დიეტა – მეორე ფაზა
დუკანის დიეტა და ქატო
დიეტა და წყალი
დუკანის დიეტა და ცხიმის მიღება
დუკანის დიეტა – შეცდომები
დუკანის დიეტა_ჩემი კლების 12 წესი
ჩემი-გამოცდილი დუკანელის მენიუ
დიეტური კვების ორგანიზება
ჩემი ერთი დღის მენიუ
დიეტა და რაფინირებული შაქარი
დიეტა, სწორად აწონვა და სასწორი
წონის კლება და პლატოს ეფექტი
დაკლებული წონის შენარჩუნების სამი ოქროს წესი
დუკანის დიეტის ჩემი ვარიანტი _ ე.წ. მსუბუქი დუკანი
რატომ #მევარგამხდარი
დიეტა და მაწონი
შეტევის ფაზაში სხვადასხვა კერძების მოსამზადებლად კი მაიონეზის 3+1 რეცეპტიც გამოგადგებათ.

აქვე, რჩევებთან ერთად შეტევის ფაზისთვის შესაფერის კერძების ჩამონათვალსაც გთავაზობთ.

ერთი კვება ქატოსგან მომზადებული შეიძლება იყოს.

საუზმე:
ქატო მაწონში, კეფირში ან რძეში არეული,
ან ქატოს ბლინები ყავასთან ერთად
ან ქატოს ფაფა

ხაჭოს კვერები კრემხაჭოთი

ქატოს ხაჭაპური (ყველის ნაცვლად გამოიყენეთ ხაჭო, ოღონდ წინასწარ სულ ცოტა სოდით დააბლენდერეთ)

ან ქატოს რომელიმე ღვეზელი მაგ.ხორცის ღვეზელი


შეგიძლიათ დუკანური ელარჯიც მოიმზადოთ



ერთი კვება შეიძლება ფრინველის ხორცისგან იყოს მომზადებული

სადილი:
ქათმის ჩიხირთმა (გაიკეთეთ სახამებლის გარეშე)

ქათმის ნაგეტსები

ქათმის კოტლეტი და ჩხირები


ქათმის შაშხი


აკროშკა ქათმის ხორცით (ბოსტნეულის გარეშე ცოტა მწვანილით)

შქმერული


ქათმის ხორცის — «კრევეტკები» (ბოსტნეულის ნაცვლად ხაჭოთი მოიმზადეთ)


ქათმის უცხიმოდ შებრაწული კუჭები (ცოტა მწვანილით და 1-2 მწვანე ხახვით)

ქათმის ხორცისგან მომზადებული ლაბა ე.წ. ხალადეცი
(შეტევის ფაზისთვის სტაფილოს ნუღარ ჩაჭრით)

ერთი კვება შეიძლება თევზის ან კვერცხის იყოს

სამხარი:
მოხარშული კვერცხი სატენით და/ან რაიმე თევზი.
(ეს კერძი შეგიძლიათ თინუსითაც გააკეთოთ. ძალიან გემრიელია.)


მაგ. დამარილებული ქაშაყი. (შეტევაში მიირთვით ბოსტნეულის გარეშე, მხოლოდ ლიმონის წვენით)

ქაშაყი შეგიძლიათ ხაჭოს კვერებთან ერთად მიირთვათ.


შემწვარი ან მოხარშული თევზი ქინძმარში

უცხიმოდ შემწვარი თევზი (მაგ.ორაგულის სტეიკი)

ქათმის რულეტი


ერთი კვებაც ხაჭოს ან რაიმე რძის პროდუქტს დავუთმოთ.

ვახშამი:
ხაჭო მაწვნით ან თუ დღის განმავლობაში კვერცხი არ გვიჭამია – ხაჭოს ომლეტი.
თუ გვიან გიწევთ სადილი – მაწვნის სუპიც შეიძლება (მხოლოდ კვერცხით მომზადებული, სახამებლის გარეშე )
შეგიძლიათ მდნარი ყველისა და დუკანური პურისგან ბუტერბროდები მოიმზადოთ.

ტკბილის მოყვარყულებს ასევე დესერტების მომზადებაც შეგიძლიათ:
მაგ:
დუკანური ჩისქეისი (შეტევაში რასაკვირველია ხილის გარეშე მიირთმევთ!!!)


ჩიტის რძე (შეტევაში კაკაოს გარეშე მიირთვით)


«სიროკი» (შეტევისთვის შოკოლადის გარეშე მოიმზადეთ)

ფერეროები(ს ნაცვალი) (შეტევისთვის კაკაოს, ქოქოსის და ნუშის გარეშე მოიმზადეთ)

სასმელებითაც შეგიძლიათ თავი გაინებივროთ

რეჰანის ლიმონათი.

დუკანური გამაგრილებელი სასმელი


დღეში ერთი ჭიქა უშაქრო კოკაკოლაც შეგიძლიათ მიირთვათ.


ასევე შეგიძლიათ დესერტები ჟელეების სახით მოიმზადოთ. ყავისგან, რძისგან, მაწვნისგან, კეფირისგან, კარკადეს ჩაისგან, კოკაკოლასგან ან მათი ნებისმიერი კომბინაციისგან.
ლამაზიცაა გემრიელიც და დაგანაყრებთ კიდეც.
მაგ.რძისა და ყავის ჟელე


კერძების კომბინაცია თავად შეგიძლიათ შეარჩიოთ.
მთავარია დაიცვათ სამი ძირითადი წესი
1) ყოველდღიურად მიირთვათ 1,5 სადილის კოვზი ქატო
2) არ გადააჭარბოთ 2 კვერცს
3) არ გადააჭარბოთ 700 გრამ რძის პროდუქტს.

დიეტისას ვითვალისწინებთ ასევე
წყლის და ძილის რეჟიმს.
წონის კლებისთვის გამოიყენეთ ასევე ყავა და ჩაი.


დღეისათვის სულ ეს იყო. )))))
გემრიელ კვებას და იოლ კლებას გისურვებთ.
#მევარგამხდარი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s