დიეტური “სიროკი” / შოკოლადის მინანქარი

მოგესალმებით.
დღეს ყველასათვის საყვარელი “სიროკის” დუკანური ვარიანტის რეცეპტს გთავაზობთ.


შიგთავსისათვის დაგვჭირდება:
●1 პაკეტი ხაჭო.
●1-2 სუფრის კოვზი კრემხაჭო
●1-1,5 ჩაის კოვზი ჟელატინი
●შაქრის შემცვლელი
●ვანილი და/ან რაიმე არომატი მაგ ლიმონის ზეთი.

მომზადება:

ჟელატინი დავალბოთ 1-2 სუფრის კოვზ ცივ წყალში. როგორც კი გაფუვდება დავდგათ ორთქლის აბაზანაზე (პირდაპირ ცეცხლზეც შეგიძლიათ, ოღონდ არ აგიდუღდეთ) და გავალღოთ. შიგადაშიგ ვურიოთ. სანამ ჟელატინი გალღვება ხაჭოს დავუმატოთ კრემხაჭო, შაქრის შემცვლელი (მე სტევიას ვხმარობ) ვანილი და სასურველი არომატი. ამასობაში ჟელატინიც გალღვება და საცერში გატარების შემდეგ ჩავასხათ ხაჭოს მასაში.
კარგად ავურიოთ და გადავიტანოთ სილიკონის ფორმებში. მე კამათლის ფორმები მქონდა. გამოვიდა 12 ცალი. ერთი ღამე მაცივარში დავტოვე. გამყარების შემდეგ კი ამოვავლე შოკოლადის მინანქარში.
მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
●1/2 ჭიქა კეფირი, (წესით რძითაც უნდა გამოვიდეს. მე სისქისთვის კეფირი ვარჩიე)
●1,5 ჩ. კ. ჟელატინი და
●1 სავსე სუფრის კოვზი კაკაო.
ჟელატინს დავასხათ ●1 ს/კ წყალი ან რძე და გასაფუებლად გავაჩეროთ. შემდეგ ორქთლზე გავადნოთ. მანამდე ხელის ბლენდერით კარგად ავთქვიფოთ კეფირი, დავუმატოთ შაქრისშემცვლელი, კაკაო და შემდეგ გამდნარი ჟელატინი. ამ მასაში ამოვავლოთ ჩვენი გამლღვარი ხაჭოს ჟელეები. დავალაგოთ ცელოფან გადაკრულ საჭრელ დაფაზე და გასამყარებლად შევდოთ მაცივარში. ძალიან მალე მყარდება.

შევინახოთ თავდახურულ კონტეინერში ან შევფუთოთ საკვები პროდუქტების შესაფუთ ცელოფანში.

ეს სიროკები შოკოლადის მინანქრის გარეშე შეტევის ფაზაშიც გამოგვადგება. შოკოლადით კი მონაცვლეობის ფაზიდან და რასაკვირველია #მსუბუქ დუკანშიც შეგვიძლია მივირთვათ.

რაც შეეხება მინანქარს ის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ნამცხვრების გასაფორმებლად, ასევე შოკოლადის კამფეტებად. ოღონდ რადგან კეფირზე მზადდება მალფუჭებადია და დიდხანს არ შეინახოთ. თუმცა ვფიქრობ ამის შანსი მინიმალურად მცირეა.


კლებით შეგერგოთ

#მევარგამხდარი

2 comments

  1. ფანტასტიური მენიუები გაქვთ.ძალიან მიხარია.მე 17კილო დავიკელი სწორი კვებით ,რა თქმა უნდა დარღვევებით.ახლა დაახლოებით 8-10კგ მინდა დავიკლო და ძალიან გამომადგება ეს მენიუ.მადლობა❤️

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s