გოგრის კრემსუპი

მოგესალმებით.

დღეს ჩემს უსაყვარლეს გოგრის სეზონს ოფიციალურად გახსნილად ვაცხადებ.

მისი უდიდებულესობა – გოგრა თავისი საგემოვნო და სასარგებლო თვისებებით სრულიად უნიკალური პროდუქტია. მით უმეტეს ჩვენთვის, ჭარბ წონასთან და სიმსუქნესთან მებრძოლი ადამიანებისთვის.

ის ძალიან დაბალკალორიული პროდუქტია. 100 გრამზე 28 კალორიაა. ასევე უმ მდგომარეობაში საკმაოდ დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს – 25. თერმულად დამუშავების შემთხვევაში მისი მაჩვენებელი იმატებს 75-მდე და დიაბეტით დაავადებულებმა ის მიუხედავად დაბალკალორიულობისა მაინც სიფრთხილით უნდა მოიხმარონ. ის არის ვიტამინების საბადო და ამავე არის სრულიად არაალერგიული. დადებითაად მოქმედებს კუჭის მოქმედებაზეც. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცილოვანი დიეტების დროს. რადგან ამ დიეტების თანმხლები აუცილებლად ხდება შეკრულობა.

ზოგს საერთოდ არ უყვარს გოგრა. დუკანის დიეტამდე მეც მათ რიცხვს მივეკუთვნებოდი. დუკანის დიეტის დროს კი როცა ხილზე სრული აკრძალვა მქონდა, სწორედ გოგრა გახდა ხილის ჩანაცვლების ერთად-ერთი წყარო. მას უმადვე დავჭრიდი და ვაშლივით ვახრაშუნებდი.

მოხარშული, ორთქლზე გამზადებული და ღუმელში გამომცხვარი გოგრა ხომ ყველასთვის ისედაც ცნობილია.

ასევე მისგან ვამზადებდი ნაირ-ნაირ დესერტებს. ჩემი “კოლექციიდან” შემიძლია შემოგთავაზოთ როგორც გოგრის ბრაუნი, ასევე ჯემი, ჟელე, ფელამუში, ჩურჩხელა და ა.შ.

უხარისხო ფოტოებისათვის ბოდიშს გიხდით. დროთა განმავლობაში ყველა მათგანის რეცეპტს შემოგთავაზებთ და სურათებსაც განვაახლებ.

გოგრა არატკბილი თუ შეგხვდათ, არ იდარდოთ. იცოდეთ რომ მისი საშუალებით არაჩვეულებრივ გარნირს – პიურეს მოამზადებთ ხორცისა და თევზის კერძებისთვის.

ხოლო მისგან მომზადებული კრემსუპი გუშინდელი დღიდან ჩემს ფავორიტ დიეტურ კერძებს შორის უდავოდ პირველ ხუთეულშია.

მიუხედავად იმისა რომ ინტერნეტი სავსეა არ კერძის რეცეპტებით. მე ჩემს ვარიანტს მაინც შემოგთავაზებთ.

●2 თავი ხახვი მოვშუშოთ ძალიან ცოტა ზეითუნის ზეთში. როგორც კი გამჭვირვალდება დავუმატოთ ●2ც რგოლებად დაჭრილი სტაფილო და ●1ც. დაჭრილი წითელი ბულგარული. ნუ დაგვეზარება და დაველოდოთ მათ კარამელიზირებას. ეს განსაკუთრებულ გემოს შეძენს ჩვენს კერძს. მე პირადად დაახლოებით 30 წთ დამჭირდა. შემდეგ დავამატოთ ●1 ჩ.კ. ნედლი კოჭა ან ●1/2 ჩ. კ. კოჭას ფხვნილი (იგივე ჯინჯერი/ჯანჯაფილი) და ●2-3 კბილი ნიორი. მოვშუშოთ კიდევ რამდენიმე წუთი და დავამატოთ დაჭრილი ●გოგრა. დავასხათ იმდენი წყალი რომ გოგრა დაიფაროს და ვხარშოთ მის დარბილებამდე. შემდეგ დავუმატოთ დაჭრილი ოხრახუში და ქინძი და დავაბლენდეროთ. ნელ ნელა ვუმატოთ ●რძე და მივიყვანოთ სასურველ კონსისტენციამდე. ბოლოს დავუმატოთ მარილი და წიწაკა გემოვნებით და მივირთვათ.

ძალიან უხდება ტაფაზე კუბებად დაჭრილი და გახუხული დუკანური პურიც.

გააკეთეთ და ისიამოვნეთ.

#მე ვარ გამხდარი

2 comments

  1. გამარჯობა ხათუნა, 28 ნოემბრიდან მარხვა იწყება და რამე დუკანისეული რა შეგიძლია მირჩიო? ხორცის გარეშე ყოველთვის ვიმატებ მარხვაში. მადლობა

    Like

    • გამარჯობა ნანა. მარხვას სწორედ მაგ მიზეზით დავანებე მეც თავი. მარხვის შემდეგ მინიმუმ 3 კგ მქონდა ხოლმე მატება. დუკანი და მარხვა შორს დგანან ერთმანეთისგან. ამის გამო სამწუხაროდ ვერაფერს გირჩევ.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s