კერძები პირველი ფაზიდან – შქმერული

დღეს დუკანის დიეტის პირველი ფაზისთვის კიდევ ერთ კერძს გთავაზობთ.

ეს გახლავთ ქართველებისთვის ერთობ საყვარელი ნაციონალური სიამაყე, ხორციანი კერძებიდან ყველაზე იაფი და უგემრიელესი შქმერული.

მისი მომზადება საკმაოდ იოლია. არსებობს უამრავი რეცეპტი. მე ჩემს ვერსიას შემოგთავაზებთ.

ჩემმა მკითხველებმა იციან რომ დიეტისთვის ქათმის ცალკეულ ნაწილებს ვყიდულობ ხოლმე.

შქმერულისთვის ვთვლი რომ საუკეთესო არჩევანი ფრთის ძირია. და პირიქით…

ფრთის ძირით ყველაზე გემრიელი კერძი რაც გამოდის, სწორედ შქმერულია.

თანაც ფრთის ძირი, დაფასოებულიც კი შედარებით იაფია. ბარკალთან შედარებითაც მალე მზადდება. დაკავებული ადამიანისთვის კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

პირველი ფაზისთვის ვინც გადაწყვეტთ რომ გააკეთოთ, გირჩევთ ხორცი ერთხელ წამოადუღოთ და შემდეგ შეწვათ. მე რადგან მსუბუქ დუკანზე ვარ პირდაპირ შევწვი.

თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო რომ რამდენადაც შესაძლებელი იყო კანი გავაცალე და უცხიმოდ შევწვი.

შეწვისას ტაფის ძირში სისტემატურად წყალს ვამატებდი, რომ არ მიმწვარიყო. ზემოდან კი აჯიკიან რძეს ვუსვამდი სილიკონის ფუნჯით რომ არ გამომშრალიყო.

ასე შევწვი შეძლებისდაგვარად ყველა მხრიდან. ხორცი რომ გამზადდა, ზემოდან მოვასხი ეს აჯიკიანი რძე, დავუმატე ნიორი და ერთი წამოვადუღე.

სულ ესაა. ჩვენი შქმერული მზადაა.

ვისაც გრილში მომზადებული ქათამი გიყვართ კიდევ უფრო უკეთესი. კიდევ უფრო ნაკლებად ცხიმიანი და უფრო დიეტური გამოვა.

გაიკეთეთ და ისიამოვნეთ. კლებით შეგერგოთ.

#მევარგამხდარი

3 comments

  1. არ დავიღლები მადლობის თქმით ჩემო ძვირფასო ხათუნა. თქვენ მე მოხსენით! მადლობა, მადლობა და კიდევ მადლობა!

    Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s