დიეტა და რაფინირებული შაქარი

მოგესალმებით.
ბევრ თქვენგანს დიეტაზე ყოფნისას უჭირს შაქარზე უარის თქმა.
არგუმენტები მრავანაირია.
უმთავრესი კი ის არის რომ ყავას ან ჩაის ვერ სვამს უშაქროდ.
დღეს ამ სტატიით ჩემი დამოკიდებულება და გამოცდილება მინდა გაგიზიაროთ რაფინირებული შაქრის შესახებ.
აბსოლუტურად ვიზიარებ იმ აზრს რომ შაქრის დიდი რაოდენობით მოხმარება იწვევს უამრავ დაავადებას, სიმსუქნეს, ხასიათის ცვლილებას და დამოკიდებულებას შაქარზე. ამ მხრივ ის არის ძალიან საშიში ნივთიერებაა, რომელიც დამოკიდებულების ხარისხით არ ჩამოუვარდება თამქაბოს, ალკოჰოლს და ნარკოტიკსაც კი. სწორედ ამიტომ არის რომ მასზე უარის თქმა ძალიან ბევრ ადამიანს უაღესად უჭირს.
თეთრ, რაფინირებულ შაქარს ჩემი ენდოკრინოლოგი ხშირად თეთრ სიკვდილს ეძახდა. ამ ფრაზის შემდეგ ჩემი დამოკიდებულება შაქრის მიმართ შეიცვალა. იქნებ თქვენზეც იმოქმედოს.
დიეტოლოგთა და ენდოკრინოლოგთა უმრავლესობა შაქარს უფრო სახიფათო პროდუქტად თვლის, ვიდრე ცხიმს. დუკანის დიეტაშიც ცხიმიანი საკვების მიღება ისე არ ანელებს კლების პროცესს. აი შაქრიანი თუ მივიღეთ, ჩემი დაკვირვებით, კლება მომენტალურად ჩერდება და შეიძლება მატების პროცესიც კი დაიწყოს. სწორედ ამიტომ დიეტის დროს ძალიან მნიშვნელოვანია მის მიღებაზე უარის თქმა. ეს რა თქმა უნდა დააჩქარებს კლების პროცესს და ჩვენს შიმშილის გრძნობას და მადას მნიშვნელოვნად შეამცირებს.


დუკანის დიეტაში, შეტევის ფაზაში ერთ გრამ შაქარსაც თუ მიიღებთ იცოდეთ რომ ცხიმის წვის პროგრამა ვერ ჩაირთვება ამიტომ ტყუილად ნუ იწვალებთ.
მონაცვლეობისას და #მსუბუქი დუკანის დროსაც ნუ იშრომებთ ტყუილად. შედეგი ვეჭვობ არ გექნებათ. რაფინირებული შაქარი ძალიან ხელისშემშლელია ცხიმის წვის პროცესში.

ამ ბმულზე შეგიძლიათ წაიკითხოთ 141 მიზეზი რატომ არ უნდა მიიღოთ შაქარი. მათგან მე მხოლოდ რამდენიმეს შევეხები რომელიც უშუალოდ ჩვენს დიეტას უკავშირდება.


1. რამდენიმე დღეში დაგეკარგებათ შაქარზე მოთხოვნილება და დაძლევთ უძლიერეს დამოკიდებულებას შაქარზე. იმიტომ რომ შაქრის ყოველ მიღებაზე გამომუშავდება ჰორმონი ინსულინი, რომელიც ნორმაზე ქვემოთ აგდებს შაქრის დონეს სისხლში, ამას ეძახიან ჰიპოგლიკემიას. ჰიპოგლიკემიის დროს სისხლში შაქრის დავარდნილი დონე ითხოვს ტკბილის მიღების მოთხოვნილებას. ტკბილის მიღების შემდეგ ის ჯერ ზომაზე ბევრად მაღლა ადის, შემდეგ ისევ ნორმის ქვევით ეცემა და ასე იკვრება წრე რომლის გარღვევაც ურთულესია. რამდენიმე დღის განმავლობაში თუ მოახერხებთ და აღარ მიიღებთ შაქარს, თქვენ აღარ გექნებათ ტკბილზე მძაფრი მოთხოვნილება.

2. შეგიმცირდებათ შიმშილის გრძნობა.   ეს ხდება იმიტომ, რომ შაქრის არ მიღებით ნორმალიზდება შაქრის დონე სისხლში და ეხლა უჯრედები მიიღებენ ნამდვილ კვებას და არა შაქრის ცრუ კალორიებს. სანამ არ იტყვით უარს შაქარზე, მანამდე ამას ვერ მიხვდებით, სწორედ თეთრი შაქრის გამო გვაქვს ჭარბწონიან ადამიანებს “სასტიკი შიმშილის გრძნობა”.
ძალიან რთულია იმ არაჯანსაღი შიმშილის გრძნობის აღწერა რაც ამ დროს ადამიანს აქვს ხოლმე. დუკანის დიეტის დროს ეს გრძნობა უკვალოდ ქრება. შიმშილის გრძნობა რა თქმა უნდა არის მაგრამ #მსუბუქი დუკანის დროსაც კი, მაგრამ რაღაცნაირად მოკრძალებულად მშვდება ხოლმე.

3. უფრო სწრაფად შემცირდება წონა. როცა დიეტის დროს ჭამთ შაქარს, თქვენ უფრო ხართ მიდრეკილი  გადამეტებული ჭამისკენ, კუჭქვეშა ჯირკვალი იძულებულია გამოიმუშავოს მეტი ინსულინი, ასე რომ მეტაბოლიზმის დამარეგულირებელი სხვა ჰორმონები ნაკლებად გამომუშავდებიან. სხეული თვინს უგზავნის ცრუ სიგნალს, რომ საჭიროა წახემსება.

4. გექნებათ ნაკლები დაღლილობა. განსაკუთრებით საკვების მიღების შემდეგ. თუ თქვენ რეგულარულად იყენებთ შაქარს, ჩვეულებრივად თქვენ იქნებით დაღლილები ჭამის შემდეგ და ეს კავშირშია სისხლში შაქრის დონესთან. თქვენ აღმოაჩენთ, რომ ჭამის მერე დაღლილობა შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ თქვენი შაქრის დონე შემცირდა. ასევე დადასტურებულია რომ გონებრივ გადაღლას იწვევს სწორედ გადამეტებული შაქარი, მაგრამ როცა მასზე უარს ვამბობთ შაქარი ნორმაშია და ტვინი ფხიზელია.  

5. თქვენ გაგიუმჯობესდებათ ძილი. როგორც კი თავს დაანებებთ შაქრის მიღებას, თავიდან გექნებათ მოთენთილობა და ძილიანობა, მაგრამ როცა თქვენი სხეული მიეჩვევა უშაქრობას, უფრო ენერგიული გახდებით მთელი დღის განმავლობაში და უპრობლემოდ დაგეძინებათ.

6. თქვენგან გამოვა ზედმეტი წყალი და ცხიმი. პირველ კვირას თქვენგან გამოვა ბევრი წყალი და ბევრი ცხიმი, შემდგომში ეს იქნება ძირითადად ცხიმი. თქვენ გაოცებული დარჩებით, როცა დაინახავთ, თუ რამდენი წყალია შეკავებული ორგანიზმში, ზოგიერთები კარგავენ 6 კილოს სითხის სახით. თქვენ ატარებთ ამ ზედმეტ სითხეს და რა თქმა უნდა ეს ცუდია გულისთვის. თქვენ შეამჩნევთ, რომ ტანსაცმელი გახდა დიდი, განსაკუთრებით წელზე. შაქარის შემცირებით მუცლის და წელის გარშემოწერილობა შემცირდება.
თუ დიეტის დროს შაქარზე უარის თქმას ვერ შევძლებთ. მუცლის და წელის გარშემოწერილობაში ყველაზე ნაკლებად დადნება ცხიმი

7. გაუმჯობესდება სუნთქვა. შაქარი იწვევს პირის ღრუს და ღრძილების დაავადებებს, ის ხდება ბაქტერიების კვების წყარო, ეს აჩქარებს ბაქტერიების გამრავლებას, რაც იწვევს პირიდან უსიამოვნო სუნს. შაქარს ხშირად უკავშირებენ ფილტვების უამრავ დაავადებებს. ამიტომ შაქრის შემცირებით თქვენ შეამცირებთ ასთმის სიმპტომებსაც. 

8. მოიმატებს გონებრივი შესაძლებლობები. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ შაქარი ხელს კი არ უწყობს სწავლის დროს ახალი მასალის ათვისებას და დამახსოვრებას, როგორც ეს ადრე ეგონათ, არამედ პირიქით, ხელს უშლის. გაუმჯობესდება კონცენტრაცია, გახდებით უფრო ყურადღებიანი.  იმისათვის რომ გონებრივი შესაძლებლობები გავაძლიეროთ ჯანსაღ ნახშირწყალზე უნდა გავაკეთოთ არჩევანი. ეს არის ხილი, ბოსტნეული, ჩირეული და ცოტაოდენი შოკოლადი

9. გაუმჯობესდება მხედველობა. გლუკოზის და ინსულინის მომატებას მივყავართ სისხლძარღვების დაზიანებასთან და მხედველობის ორგანოს სისხლით ცუდ მომარაგებასთან, რაც იწვევს მხედველობის დაქვეითებას. ჩემთვის როგორც ახლომხედველისთვის ეს მნიშვნელოვანია.

10. გაუმჯობესდება ხასიათი,გუნება განწყობილება. დიეტის დროს დამეთანხმებით ესეც ძალიან მნიშვნელობანია. თუ აქამდე იყავით ბუზღუნა და გაღიზიანებული, თქვენ გახდებით უფრო დამშვიდებული. მართალია თავიდან უფრო მეტად გაღიზიანდებით, მაგრამ ეს დროებითია. როცა მიეჩვევით უშაქრობას თავს იგრძნობთ გაცილებით კარგად. დადგენილია, რომ ვინც არ იღებს თეთრ შაქარს, ნაკლებად ემართებათ დეპრესია.

11. კანის მდგომარეობა გაუმჯობესდება. კანი გაახალგაზრდავდება და გასუფთავდება. გაქრება აკნე – გამონაყარი, რადგან შაქარი პროვოცირებს ანთებას და ეს არის აკნეს მიზეზი. როცა ჭამთ შაქარს, მატულობს ინსულინი, ქალებში მასთან ერთად მატულობს ანდროგენები (მამაკაცური ორმონები), რაც იწვევს გამონაყარს. მამაკაცში მაღალი ინსულინი შეამცირებს ტესტოსტერონის დონეს, რაც შექმნის ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს.  

12. შემცირდება ანთებები და გექნებათ ნაკლები ტკივილი. შაქრის ამოღებით ჩვენ ერთი საწვავიდან – შაქარიდან გადავერთვებით სხვა საწვავზე – ცხიმზე. ამას დაჭირდება მინიმუმ 3 დღე.

13. შემცირდება ინსულტის და ინფარქტის რისკი. შემცირდება ანთება არტერიებში, ეს ხელს შეუშლის სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ბალთების წარმოქმნას და შეამცირებს ინსულტის და ინფარქტის რისკის საშიშროებას. დაიწყება ტვინის უჯრედების წარმოქმნა იმიტომ, რომ შაქრის დეფიციტის დროს სხეული იწყებს სხვა საწვავზე  – კეტონებზე მუშაობას, კეტონები კი ხელს უწყობენ ახალი ნერვული უჯრედების წარმოქმნას. გულიც ამოისუნთქებს. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჭარბწონიანი ადამიანებისათვის. შაქრის გამოყენება ზრდის ინფარქტის რისკს. გულის იშემიური დაავადებების წარმოქმნის მთავარი მიზეზიც ეს არის. შაქარზე უარის თქმით შემცირდება გლუკოზის დონე სისხლში, შესაბამისად შემცირდება გულის პულსი, ეს შეამცირებს არტერიულ წნევას, შესაბამისად გულს და სისხლძარღვებს მოუწევთ ნაკლები მუშაობა, ამით თავიდან აიცილებთ ინსულტს და ინფარქტს. თავისთავად ქოშინიც შემცირდება.

14. შემცირდება ცუდი ქოლესტერინი. ბევრი შაქრის გამოყენება ზრდის მავნე ქოლესტერინის დონეს, რაც იწვევს ათეროსკლეროზული ბალთების წარმოქმნას და სისხლძარღვების ბლოკირებას, ეს კი გულის დაავადებებს იწვევს.

 15. გასუფთავდება ღვიძლი. თქვენ შეგიმცირდებათ ცხიმი, რომელიც დაგროვილი იყო ღვიძლში და შეძლებთ მის როგორც საწვავის გამოყენებას. ასევე დაიწყება ღვიძლის გასუფთავების პროცესი.

16. უკეთესად ამუშავდება თირკმელები. დიაბეტიანებში სწორედ თირკმელებია დარტყმის ქვეშ, თუ შევამცირებთ შაქარს და ნახშირწყლებს, თირკმელების მუშაობა გაცილებით გაუმჯობესდება.  მით უმეტეს დუკანის დიეტის დროს თირკმელებს განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება.

17. მცირდება ალცჰეიმერის დაავადების რისკი. არსებობს ვარაუდი რომ სწორედ შაქრის გადამეტებული მიღება იწვევს ამ დაავადებას. დუკანის დიეტის დროს ნახშირწყლოვანი შიმშილის პირობებში ამ დაავადების რისკიც არსებობს. თუმცა #მსუბუქი დუკანის დროს ეს რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.

18. შემცირდება დიაბეტით დაავადების რისკი. დიდი რაოდენობით შაქრის მიღებისას ვითარდება ინსულინის მიმართ მაღალი წინააღმდეგობა, რაც იმას ნიშნავს, რომ შაქარს არ შეუძლია შეაღწიოს უჯრედში რჩება სისხლში. ამას მივყავართ დიაბეტისწინა მდგომარეობამდე და შემდგომში თავად დიაბეტთან. ჭარბწონ

19. შემცირდება სიმსივნით დაავადების რისკი. კუჭქვეშა ჯირკვალის სიმსივნეს ხშირად უკავშირებენ შაქრის გადამეტებულად გამოყენებას. თუმცა არამხოლოდ ამ ორგანოზეა პრობლემა.
თეთრი რაფინირებული შაქარი არის არაჩვეულებრივი საწვავი ზოგადად სიმსივნური უჯრედებისათვის.
თუ მას გამოვრიცხავთ ჩვენი ყოველდღიური რაციონიდან ჩვენ ამით შევძლებთ დიდი ინვესტიციების ჩადებას ჩვენივე მომავალში
, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიცოცხლეს გავიხანგრძლივებთ, გვექნება კარგი ჯანმრთელობა სიბერემდე და მინიმუმამდე დავიყვანთ ისეთი სერიოზული დაავადებების გაჩენის და განვითარების საფრთხეს, როგორიც კიბოა.

20. ნაკლებად დაგჭირდებათ მკურნალობა და ექიმები. დიდი რაოდენობით შაქრის მიღება სერიოზულად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, მას უჭირს გაუმკლავდეს ბაქტერიებს და ვირუსებს. თქვენ ნაკლებად იავადმყოფებთ და აღარ დახარჯავთ ფულს ექიმებში და წამლებში. შაქარი ასევე აზიანებს კბილებს და ღრძილებს, ასე რომ თქვენ ნაკლებად დაგჭირდებათ სტომატოლოგთან ვიზიტი. თქვენ დაზოგავთ უამრავ ფულს მკურნალობაზე, ტკბილეულზე დაზოგილი ფულით თქვენ შეძლებთ სხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.    

გავაკეთოთ არჩევანი ორგანიზმისათვის სასარგებლო ნახშირწყლებზე. ხილი და ბოსტნეული კი საუკეთესო არჩევანია.


ხილ-ბოსტნეული ჩვენი დღიური რაციონის 1/2-ს უნდა შეადგენდეს, ბოსტნეულის უპირატესობით.

ხოლო თუ საქმე მაინცდამაინც ტკბილეულზე ვერ ვამბობთ უარს და დამატკბობელის არჩევაზე მიდგება საქმე გირჩევთ სტევია მოიხმაროთ. ეს დამატკბობელი მცენარეულია და სხვა ხელოვნური დამატკბობელებისგან განსხვავებით მავნებელი სრულებით არაა და როგორც ჩემი ოჯახის ექიმისგან ვიცი, კეთილსინდისიერი თუ არის მწარმოებელი, სასარგებლოც კია.


სტევია თაფლოვანი, ანუ ტკბილი მცენარეა, უფრო სწორად, მისი შემცველი სტევიოზიდი 300-ჯერ უფრო ტკბილია, ვიდრე შაქრის შემცველი საქაროზა, მაგრამ საერთოდ არ მოქმედებს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციაზე.
ეს ნიშნავს, რომ დიაბეტით დაავადებულებს და ჭარბწონიან ადამიანებს შეუძლიათ `სტევიის შაქარი” მიიღონ. სტევია ღვიძლში გლიკოგენის წარმოქმნას უწყობს ხელს, ანუ ღვიძლს ანიჭებს ფუნქციას, ორგანიზმში შაქრის შემცველობა დააბალანსოს. ეს კი განუმეორებელი შვებაა დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის. გამოიყენება ათეულობით სახეობის, მათ შორის მურაბებისა და საკონდიტრო ნაწარმის დამზადებაში. როგორც დღევანდელი გამოკვლევებით მტკიცდება, საკმარისია ყოველდღე ერთი ფოთოლი ერთ ჭიქა ჩაიზე, რომ ორგანიზმმა გასუქებაზე უარი თქვას. სტევია 200 სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს…
მე პირადად მისი ქარხნული წესით დამზადებული დამატკბობელის მომხმარებელი ვარ მაგრამ ამ მცენარეს სანთლით დავეძებ. მინდა ქოთანში მქონდეს. თუკი ვინმეს მასზე ხელი მიგიწყვდებათ, უმორჩილესად გთხოვთ შემატყობინეთ.
დიდი სურვილი მაქვს მივირთვა საღამოობით მწვანე ჩაის სტევიას ფოთლით.

#მევარგამხდარი


წყარო 1)
წყარო 2)
წყარო3)

2 comments

  1. გამარჯობა
    საინტერესო იყო შაქარის შესახებ
    მაინტერესებს როგორ გაუმკლავდით პირველ დღეებს ? მაშინვე წნევა მივარდება და თავი საშინლად მტკივდება. ხასიათი ხომ საშინელი:(

    Like

    • მარი გამარჯობა. სრულიად შესაძლებელია ზოგიერთი ორგანიზმს ჰქონდეს ასეთი რეაქცია. ერთი-ორი დღე გააკეთეთ მხოლოდ. კლება მეორე ფაზაშიც იქნება

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s