სამგზავრო პეჩენიები ქლიავით და გოგრის თესლით.

მოგესალმებით მეგობრებო. მომიტევეთ საპატიო მიზეზის გამო რამდენიმე დღით იძულებითი პაუზა გამომივიდა.

ორი დღის განმავლობაში ქალაქგარეთ ფესტივალზე მომიწია ყოფნა და ბლოგისთვის დროის გამოძებნა ვერ მოვახერხე.

ეს მოგზაურობა ჩემთვის პროფესიული ინტერესის გარდა ჩვენი დიეტის თვალსაზრისითაც საინტერესო იყო.

მოგეხსენებათ დიეტის დაცვა ხანდახან სახლშიც კი რთულია. არ ვიცოდი დღის განმავლობაში წახემსების საშუალება რამდენად მომეცემოდა. ან თუ მომეცემოდა იქნებოდა საჩემო საკვები, ამიტომ არ დამერღვია სახლშივე შევიარაღდი და ისე წავედი.

სამგზავროდ გამოვიცხვე ე.წ. “პეჩენიები”. მის ცომს სულ სამი ინგრედიენტი სჭირდება და ამიტომ არის საინტერესო.

●2 კვერცის ცილა კარგად, ღრუბელივით ავთქვიფე. დავამატე გულები, ●1 ს.კ. კაკაო და ●1 ს.კ. რძის ფხვნილი და კიდევ ერთხელ კარგად ავთქვიფე.

სიტკბოსთვის და იმისთვის რომ ამ პეჩენიებს მთელი დღის საკმარისი ენერგია უნდა მოცა ჩემთვის დავამატე 5 ცალი ქიშმიშისხელა ზომებად დაჭრილი შავი ქლიავი და გადავანაწილე სილიკონის ფორმებში. ზემოდან მოვაყარე გოგრის თესლი და 180 გრადუსზე გამოვაცხვე.

შაქრის შემცვლელი არ დამიმატებია. ქლიავის სიტკბო ჩემთვის საკმარისი აღმოჩნდა. თუ მეტად ტკბილი გინდათ შეგიძლიათ დაუმატოთ.

ამ ერთი ულუფით გამოვიდა 12 ცალი პეჩენია. სურათზე როგორც ხედავთ ათია. ორი ცალი სურათის გადაღებამდე შემომესინჯა. ერთი თბილ და ერთი უკვე გაგრილებულ მდგომარეობაში. 😄😄😄😄

გამომცხვარ მდგომარეობაში ქლიავმა ქიშმიშის ფუნქცია შეითავსა, ცხობისას თავზე მოყრილი გოგრის თესლი მოიხალა და ამ ორმა ინგრედიენტმა შოკოლადის მასასთან ერთად ალპენ გოლდის შოკოლადი გამახსენა, ქიშმიშით და თხილით რომ არის სავსე, სწორედ ის. მოკლედ ყავასთან ერთად ამ პეჩენიებმა შემიძლია თამამად ვთქვა რომ ნახევარი დღე გადამატანინა.

ძალიან მომეწონა ასევე ფესტივალის სტუმრებს ა-ლა ფურშეტზე ადგილობრივი წარმოების მაწვნის მირთმევის საშუალება რომ მოგვეცა . პირადად მე, როგორც ნატურალური რძისგან მომზადებულ პროდუქტებს მონატრებულ ადამიანს, ძალიან მესიამოვნა ამ მაწვნის გემოც და ის ფაქტიც რომ რაღაც მეტ-ნაკლებად დიეტური და ჯანსაღი აღმოვაჩინე იქ.

სხვები ხაჭაპურს და ნამცხვრებს გეახლებოდნენ. მე კი მაწონს შევექცეოდი.

მეორე დღეს ჩემი დუკანური ხაჭაპურისნაცვალი წავიღე. ოღონდ მგზავრობისთვის რომ გაეძლო ერთი კოვზი ქატოც დავუმატე. ჩემმა ფავორიტმა კერძმა მგზავრობასაც გაუძლო და დეგუსტაციასაც.

ჩემმა კოლეგამ, მეგობარმა და თანამებრძოლმა, რომელიც ასევე ქატოს ბლინებით იყო შეიარაღებული, დიდი სიამოვნებით მიირთვა და ჩვენს რამდენიმე არამოდიეტე კოლეგასაც გავასინჯეთ. შეიძლება ითქვას რომ ტრადიციული ხაჭაპურის გვედით ჩვენი ხაჭაპურისნაცვალი ერთობ დამაჯერებლად გამოიყურებოდა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ორიოდე წუთში გაქრა. კიდევ უნდოდათ, მაგრამ უკვე აღარ იყო. ასე რომ, აშკარად მეტი უნდა წამეღო. 😄

მოკლედ, რომ შევაჯამო ეს ორი დღე. შუადღის კვებაზე უკვე დეტალურად მოგახსენეთ. დილას, ორივეჯერ ქატოს ფაფა მქონდა ნაჭამი. საღამოს კი აჯიკიანი მაწონი და მოხარშული ქათამი მივირთვი და ასე მშვიდობით, დარღვევის გარეშე გადაიარა ფესტივალის დღეებმა.

ასე რომ მეგობრებო, მთავარი სურვილია. თუ ის გვაქვს და ცოტას თავსაც შევიწუხებთ საკმაოდ იოლია დიეტის დაცვა ექსტრემალურ პირობებშიც კი.

ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მივილტვი იმ დღისკენ როცა სიამაყით ვეტყვი რომ მე ვარ ხათუნა და #მევარგამხდარი. 😍

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s