ქათმის სალათა ბროკოლით

ბროკოლი ერთ-ერთი ის იშვიათი ბოსტნეულია, რომელიც ორგანიზმში ცხიმის წვას ხელს უწყობს. მისი გადამუშავება ორგანიზმს აიძულებს დაწვას ცხიმები. გარდა ამისა ის მდიდარია ვიტამინებით: C, A, K, B6 და B12. მათგან ორი უკანასკნელი დუკანის დიეტაზე მყოფი ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან მათი თ ორგანიზმის მომატაგება პურ ბურღულეულით ხდება დუკანში კი ამ პროდუქტებს ფაქტობრივად არ ვიღებთ. ის ასევე მოქმედებს პერისტალტიკაზე, ასე რომ ჩვენს დიეტაში მისი მიღება კიდევ ერთ განსაკუთრებულ სარგებელს მოგვიტანს.

მე პირადად ბროკოლი ძალიან მიყვარს და ცვდილობ მაცივარში ყოველთვის მქონდეს. ის ჩემი ექსპრეს-სადილის უსაყვარლესი კომპონენტია. მისგან კიდევ ბევრ კერძს ვაკეთებ დუკანური სუპის ჩათვლით. ხანდახან ხდება რომ მაცივარში დებისგან ცოტა ფერი ეკარგება და ვიზუალურად აღარ მომწონს. ამ დროს მას სალათებში ვიყენებ. დღეს სწორედ ამ სალათებიდან ერთ-ერთის რეცეპტს გთავაზობთ.

ქათმის სალათა ბროკოლით:

მომზადება:

ერთი ულუფისთვის საჭიროა

●1/4 ბროკოლი წყალზე მოვთუშოთ ტაფაში, (ან მოხარშოთ კიდეც). დავჭრათ კუბებად ●1 მოხარშული ქათმის ფილე ●1 მოზრდილი პომიდორი ●1 წითელი ბულგარული წიწაკა ●4-5 ღერი მწვანე ხახვი ●ცოტა კამა ●2 ც. მოხარშული კვერცხი. დავუმატოთ დუკანური მაიონეზი და შევაზავოთ მარილით და პილპილით.

აქვე ერთ რჩევას მოგცემთ მაიონეზთან დაკავშირებით. მისი სალათებისათვის მომზადებისთვის განსაკუთრებული მზადება და დიდი დროის გამოყოფა სულ არა საჭირო. მე პირადად სალათისთვის განკუთვნილი 2 მოხარშული კვერცხიდან, ერთის გულს მაიონეზისთვის ვინახავ. დანარჩენ 1 მთლიან კვერხცს + 1 კვერცხის ცილას კი სალათაში ვათავსებ.

მოხარშული კვერცხის გულისგან დუკანური მაიონეზის მომზადება ჩემი მაიონეზის რეცეპტებიდან ყველაზე იოლია და სალათებისთვის სწორედ მას ვიყენებ. რეცეპტი შეგიძლიათ ამ ბმულზე ნახოთ.

სულ ესაა. ეს სალათა უმარტივესი მოსამზადებელია, ვიტამინებით გაჯერებულია, საკმაოდ ნოყიერიცაა და გემრიელიც.

გემრიელად მიირთვით. კლებით შეგერგოთ.

#მევარგამხდარი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s