რეჰანის ლიმონათი.

დილამშვიდობის.

სანამ ჯერ კიდევ ზაფხულია და სიცხესთან ისევე გვიწევს ხელჩართული ბრძოლა როგორც ჭარბ წონასთან, მინდა ერთი ძალიან საინტერესო გამაგრილებელი სასმელის რეცეპტი შემოგთავაზოთ.

ეს გახლავთ რეჰანის ლიმონათი

დიახ, დიახ რეჰანის. 😍

აბა გეგონათ რეჰანი მხოლოდ კიტრი პომიდვრის სალათას უხდებოდა? 😄

ეს ხუმრობით, მათთვის ვისთვისაც წარმოუდგენელია რეჰანს სხვა ფუნქცია მივანიჭოთ, ვიდრე ქართული მამა-პაპური კერძების სანელებელია.

ახლაც მახსოვს პირველად რეჰანის ლიქიორი რომ გამასინჯეს, ჩემი ემოცია. არც მითხრეს რისი იყო. გამოიცანიო. მეც გავსინჯე. პირველ რიგში იმას მივხვდი, რომ ერთობ ნაცნობი, მაგრამ ამავე დროს უჩვეულო გემო ჰქონდა და თან ძალიან გემრიელიც იყო.

თან თითქოს ხილის არომატიც დაკრავდა და თან რაღაც უცნაური, უცხო არომატიც ჰქონდა, რომელსაც მშობლიური ქართული გემოც დაჰკრავდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო ვერ მივხვდი რისი იყო. თან ისეთი კვასკვასა მოწითალო-იისფერი იყო სულ ალუბალი, შინდი, მარწყვი და წითელი მოცხარი მიტრიალებდა თავში. მაგრამ გემოთი რადგან არც ერთს არ ჰგავდა, ვერა და ვერ გამოვიცანი. სიცილით რომ მითხრეს რეჰანის ლიქიორიაო, სახტად დავრჩი. ვერც კი წარმოვიდგენდი რეჰანს ამ ამპლუაში. მერე რეცეპტიც ვისწავლე და კარგა ხანს ახლობლებს ისევე ვაოცებდი როგორც პირველად მე გამაოცეს. 😍 ახლა მსგავს რეცეპტებს ინტერნეტში ბევრგან შეხვდებით. თუმცა მათ დიდად არ სწყალობენ და სულ ტყუილად.

დუკანის დიეტაში რადგან სასმელი არ შეიძლება ამჯერად ლინონათის რეცეპტით შემოვიფარგლოთ. შენარჩუნებაზე რომ გადავალთ რეჰანის ლიქიორის რეცეპტი ჩემზე იყოს.

რეჰანის ლიქიორისგან განსხვავებით ლიმონათს ბევრად ღია ფერი აქვს, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზი ფერის და საინტერესო არომატის სასმელია და გირჩევთ აუცილებლად გასინჯოთ. მე მას მაშინ ვაკეთებ როცა სადილისთვის ნაყიდი რეჰანი გაფუჭების კანდიდატი ხდება ხოლმე.

მომზადება:

●ერთი კონა კარგი ფერის რეჰანი ჩავდოთ თერმოსში და დავასხათ ●0.5 მდუღარე წყალი. მომწვანოთი ნუ გააკეთებთ, არც ისეთი არომატული გამოვა და არც ფერი ექნება ასეთი ეფექტური. ერთი დღე-ღამე გავაჩეროთ. ამის მერე გადავწუროთ, დავამატოთ ●ერთი მოზრდილი ლიმონის წვენი და მაქსიმუმ 1 ლიტრამდე ცივი წყლით შევავსოთ.

გადაწურვის შემდეგ ტალახისფერმა სითხემ არ შეგაშინოთ. ასეც უნდა იყოს. ლიმონის წვენის დამატებისთანავე თქვენს თვალწინ ეს ტალახისფერი სითხე გარდაიქმნება მოწითალო-იისფერ ულამაზეს ლიმონათად.

ამ სურათზე თვალნათლივ ხედავთ როგორია რეჰანის გადაწურული ნაყენი და როგორ გამოიყურება ის ლიმონის წვენის დამატების შემდეგ.

ისღა დაგვრჩენია ყინულის კუბები დავამატოთ ამ არაჩვეულებრივ სასმელს და სიახლით ცოტა თავიც გავიხალისოთ და ახლობლებიც.

აი ასე გამოიყურება ბეტონის ნაცრისფერი ჯუნგლების ფონზე ჩვენი რეჰანის ლიმონათი.

ეს სასმელი შეტევის ფაზიდანვე შეგიძლიათ თამამად მიირთვათ. ასე რომ ისიამოვნეთ სანამ ზაფხულია. სიცხეს და ჭარბ კილოგრამებს ერთად მოვუგრიხოთ კისერი. ☺

#მევარგამხდარი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s