დუკანის დიეტა – როცა სტუმრად ხარ.

დილამშვიდობის. 3 დღიანი პაუზის შემდეგ მართალია სულ ცოტათი, მაგრამ მაინც დასვენებული დაგიბრუნდით.

ამ 3 დღით მეგობარს ვესტუმრე, რომელიც დღეს ჩემს საყვარელ მანგლისში ისვენებს თავის ოჯახთან ერთად. მანგლისში ჩემი ცხოვრების 13 ზაფხული, ზედიზედ მაქვს გატარებული და ამ არაჩვეულებრივ ადგილთან, არა ერთი ტკბილი მოგონება მაკავშირებს.

ახლაც ამ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი. საყვარელ, მონატრებულ მეგობართან, ჩვენი უსაყვარლესი შვილების გარემოცვაში, ბუნების წიაღში, სუფთა ჰაერზე დასვენებას რა სჯობს. თან იმ ქუჩაზე სადაც ჩემს ოჯახთან ერთად არაერთი წელი გავატარე. ამ ადგილმა ჩემს შვილებს დაუვიწყარი ბავშვობა აჩუქა. პირადად მე კი რამდენიმე ისეთი მეგობარი შემძინა, გეფიცებით ბავშვობის მეგობრებზე ნაკლებად თუ მიყვარდეს. თუმცა არც არაფერია გასაკვირი. ოჯახის შექმნის მერე, მეც ხომ ჩემს შვილებთან ერთად, მათ გარემოცვაში გავიზარდე. ასე რომ მათაც თამამად შეიძლება ბავშვობის მეგობრები ვუწოდო და აქედანაც მოვეფერო. უზომოდ მიყვარხართ გოგოებო!!!

როგორც მჩვევია თემას გადავუხვიე, მაგრამ ჩემთვის იმდენად ემოციური იყო იქ გატარებული სამი დღე ვერ შევძელი, შთაბეჭდილება არ გამეზიარებინა.

მოკლედ…

ერთადერთი რაც ამ 3 დღიანი არდადეგებისთვის საფიქრებელი მქონდა ჩემი კვების რეჟიმი იყო.

ჰოდა ჩემი სამი დღის სამყოფი პროდუქტებით საგანგებოდ შევიარაღდი:

ქატო, სიმინდის სახამებელი, 1 მაწონი, 1 კეფირი, 1 რძე, 3 ხაჭო და 3 კრემხაჭო, 3 ქათმის ფილე და ჟელატინი წავიღე.

აშკარად ვერ გავთვალე და ბევრის წაღება მომივიდა, იმიტომ რომ ქათმის ფილეს გარდა ყველაფერი მომრჩა. 😄

თუმცა შეიარაღებული რომ ვიყავი არც ჩემი მასპინძელი შემიწუხებია ჩემი დიეტით და არც დარღვევის აუცილებლობა დამდგარა რადგან წაღებული პროდუქტები ხომ უნდა გამესაღებინა. 😄😄😄 აბა ტყუილად ხომ არ ვათრიე ამხელა გზაზე.

ამ 3 დღეში ჩემი მენიუ ასე გამოიყურებოდა:

დღე პირველი:

ვისაუზმე ქატოს ფაფით და ყველით.

ვისადილე ჩემი ექსპრეს სადილით.

ვივახშმე კრემხაჭოთი.

დღე მეორე:

ვისაუზმე – დუკანური ხაჭაპურით.

ვისადილე – ქათმის ხორცი ბეშამელის სოუსით და კიტრი პომიდვრის სალათა.

ვივახშმე ქატოთი და მაწვნით.

დღე მესამე:

ვისაუზმე კრემხაჭოთი და რძიანი ყავით.

ვისადილე ქათმის სალათით (მაწვნით).

ვახშმისთვის კი უკვე თბილისში დავბრუნდი. და მორჩენილი ხაჭო და კრემხაჭო მივირთვი.

ხილს რაც შეეხება არც ხიდან მოწყვეტილ ვაშლზე ვთქვი უარი

და არც აქვე ნაყიდ მანგლისურ “შამპანური” ჯიშის ვაშლზე. რომელიც უზომოდ მიყვარს. ზოგადად დიეტობებისას ვაშლს არასოდეს ვჭამ, რადგან ჩემი დაკვირვებით ძალიან მაშიებს. მაგრამ ასეთ მონატრებულ გემოზე უარის თქმა ნამდვილად დანაშაული იქნებოდა საკუთარი თავის წინაშე. ამიტომაც დიდი სიამოვნებით მივირთვი. თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო მალევე მომშივდა.

ამ სამი დღის განმავლობაში ვაშლთან, ერთად ნესვიც მივირთვი, საზამთროც და ჩემი მეგობრის უსაყვარლესი შვილის მიერ მორთმეული, მათთვის ერთ ჩვეულებრივ, ჩემთვის კი უკვე ძალიან მონატრებულ მანგლისურ გრილ საღამოს ტყეში “კოცონზე” შემწვარი 1 ცალი კატოფილიც!!!!

ესეც რომ არ მიმერთმია ძალადობა იქნებოდა საკუთარ თავზე. იმდენი სასიამოვნო ემოცია და ტკბილი მოგონება გამიღვიძა ამ კარტოფილის გემომ, სურნელმა და მურით მოთხუპნულმა ხელებმა. 😄😄😄შეუძლებელია ამ ყველაფერმა ავნოს ჩემს ორგანიზმს. საკუთარი თავისთვის უარი რომ მეთქვა და არ მეჭამა ჩემი ქვეცნობიერისთვის გაცილებით უარესი იქნებოდა. მერე აუცილებლად ერთი აწყვეტის ეპიზოდით დამსჯიდა. ასე რომ, მიხარია ამ ყველაფერს უკვე რომ ვაცნობიერებ და საკუთარ თავთან ურთიერთობას ნელ-ნელა ვსწავლობ.

ასევე ცალკე უნდა აღვნიშნო რომ კეფირით, ჟელატინით და მანგლისური მაყვლით ჩემი საყვარელი ნაყინის-ნაცვალიც გავიკეთე და შუადღეზე წახემსებისას თურქულ ყავასთან ერთად საყვარელი და მონატრებული ადამიანების გარემოცვაში დიდი სიამოვნებით მივირთმევდი ხოლმე.

სათანადოდ შეიარაღებული რომ ჩავედი დასასვენებლად, საკმაოდ იოლი აღმოჩნდა დიეტის რეჟიმის დაცვაც.

არც დიდი დრო დამჭირვებია ჩემთვის კერძების მზადებაზე. ფინანსურადაც იგივე გამოვიდა. გინდ იქ სტუმრად მეჭამა, და გინდ აქ, სახლში. პროდუქტები მომრჩა კიდეც. თითო ლიტრის ნაცვლად 0.5 ლ. რძე და 0.5 ლ კეფირი რომ წამეღო უკეთესი იქნებოდა. თითო ხაჭო და კრემხაჭო დამრჩა და უკან წამოვიღე, რომ სახლშიც მშვიდობიანად დამესრულებინა ჩემი არდადეგების 3 დღე!

ამ სამ დღეში საკმაოდ ბევრიც ვიარე. ჩვენი საყვარელი მანგლისური ადგილები იმდენჯერ მოვიარეთ რომ გეგმიურ 6000 ნაბიჯს სამივე დღეს გადავაჭარბე და ფიზიკურიდ ატვირთვებიდან და დიეტიდან გამომდინარე კლება აუცილებლად უნდა დაყოფილიყო. ამას კიდევ დადებითი ემოციური ფონიც ხომ დაემატა და დღეს რომ ავიწონე უკვე 76.8 მიჩვენა. წინა ორშაბათს 77.7 ვიყავი. ასე რომ ამ კვირაში კლება ზუსტად 900 გრამი იყო.

გამოდის რომ მიზნამდე 5 კგ დამრჩა. ბედნიერი ვარ. იმიტომ რომ უკვე…

თითქმის #მევარგამხდარი.

კიდევ ერთხელ გეტყვით რომ დუკანის დიეტის ჩემებური მსუბუქი ვერსია კლასიკურ დუკანზე არანაკლებ ეფექტური და დამზოგავია. ასე რომ გირჩევთ მოსინჯოთ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s