დუკანური მენიუ – ხაჭაპური ქატოთი

დღეს დუკანური ხაჭაპურის კიდევ ერთ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

როგორც ჩემი მენიუს რეცეპტების უმრავლესობა, ესეც იოლი გასაკეთებელია.

ცომისთვის დაგვჭირდება:

●1 კვერცხს დავუმატოთ ●1 ს.კ კეფირი და კარგად ავთქვიფოთ. დავუმატოთ ●1/2 ს.კ. რძის ფხვნილი და 2 ს.კ. ქატო. ბოლოს ●სოდა ან გამაფხვიერებელი.

ცომი უნდა იყოს თხელი არაჟნის კონსისტენციის და იოლად უნდა ისხმებოდეს კოვზიდან. სისქეს არეგულირებთ თქვენ თვითონ. თუ ძალიან თხელია, ცოტა რძის ფხვნილს ამატებთ, თუ სქელია კეფირს.

მომზადება:

გაცხელებულ ცხიმმოსმულ ტაფაზე გადავიტანოთ ცომის ნახევარი.

ეგრევე მოვალაგოთ ზემოდან ნაკლებცხიმიანი ყველის წინასწარ დაჭრილი თხელი, სიფრიფანა ნაჭრები.

(მე პირადად “ევრომარკეტში” აქციის დროს შეძენილი 17 % იანი ყველი გამოვიყენე)

ზემოდან მოვასხათ დარჩენილი ცომი.

და ძალიან დაბალ ცეცხლზე დაველოდოთ მის “გამოცხობას”.

გადმოვაბრუნოთ და მეორე მხრიდანაც ხაჭაპურივით შევაპიწკინოთ. 😍

რა თქმა უნდა თხელი, კარაქით და ყველით გაძეძგილ იმერულ ხაჭაპურთან ეს რა მოსატანია, მაგრამ დიეტის დროს, ის ავად სახსენებელი, გონების დაკარგვამდე გემრიელი ხაჭაპური, ისე ძალიან ხომ აღარ მოგვენატრება ეს ფაქტია.
გემრიელად დანაყრება კი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია კლების პროცესში.
_თხელი არის?
_არის!!!
_ყველი დევს?
_დევს!!!!

გემო და არიმატიც, ჩვენთვისვე აჯობებს ვთქვათ, რომ გავს. 😄😄😄

ესე იგი “იმერული ხაჭაპურია”.

თან ისეთი, რომ შეჭამ და არც ნამუსი შეგაწუხებს და არც გასუქდები. 😃

მეტსაც გეტყვით, გახდებით!!!

ქატო ვისაც არ უყვარს და ხაჭაპურზე გიჟდება გირჩევთ თქვენც სცადოთ. ასე, იქნებ დამოკიდებულებები ორივეს მიმართ შეგეცვალოთ. 😍

ყველას ხალისიან და კლების დღეს გისურვებთ.

#მევარგამხდარი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s