დუკანური სამზარეულო – სოუსები – კეტჩუპი

დუკანური კეტჩუპის რეცეპტს გთავაზობთ. ეს რეცეპტი მათაც გამოადგებათ ვინც დაბალკალორიულ და ჯანსაღ კვებაზეა. არც შაქარს შეიცავს, არც კონსერვანტებს და ნატურალურ პროდუქტებზეა მხოლოდ დამზადებული.

mde

ყველაზე რთული ამ კეტჩუპის გაკეთებაში ბოსტნეულის მასის საცეში გატარებაა. ამას თუ არ ჩავთვლით მისი გაკეთება საკმაოდ იოლია და ძვირიც არ ჯდება.

ერთი ულუფისთვის საჭიროა:

1.200 პომიდორი

600 გრამი წითელი ბულგარული წიწაკა.

პომიდორს და წიწაკას გულები ამოვაჭრათ, გავჭრათ 4-6 ნაწილად, ჩავყაროთ ქვაბში და დავდგათ ცეცხლზე. რომ ადუღდება ცეცხლს მინიმუმამდე დავუწიოთ და დაახლოებით ერთი საათი ვადუღოთ.

გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაგრილოთ. გავატაროთ საცერში, რომ ზედმეტი კანებისა და გულებისგან გავათავისუფლოთ.

ნარჩენი დაახლოებით ერთი მუჭა გამოვიდა.

შემდეგ დავდგათ ისევ ცეცხლზე. დავამატოთ ●სანელებლები:

4-5 შავი პილპილის მარცვალი,
1/2 ჩ.კ მიხაკ-დარიჩინი,
2 ბაჰარის მარცვალი (ე.წ. დუშისტი),
2/3 ჩ.კ. დაღერღილი ან დაფქვილი წითელი წიწაკა.
12-14 ხმელი ქინძის მარცვალი
2-3 კბილი დაჭეჭყილი ნიორი.

რომლებსაც გადავახვევთ მარლაში ან თუნდაც უბრალო ნაჭერში.

10-15 წთ ვადუღოთ ყველაფერი ერთად დაბალ ცეცხლზე. თან ვურიოთ, არ მიგვეწვას.

ბოლოს დავამატოთ გემოვნებით:
●მარილი
●შაქრისშემცვლელი (მე პირადად ბუნებრივ შაქრის შემცვლელ სტევიას ვხმარობ)
●2 ს.კ. ძმარი
●1 ს. კ. სიმინდის სახამებელი გახსნილი 1/4 ჭ ცივ წყალში.

კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ და გადავიტანოთ სასურველ ჭურჭელში.

გამოვიდა ერთი 700 გრამიანი ბოთლი.

გემრიელად მიირთვით!

კლებით შეგერგოთ!!!

#მევარგამხდარი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s