დუკანური კერძები – კვერცხი სატენით.

ქართული სამზარეულოსთვის ერთობ ჩვეული კერძის – მოხარშული კვერცხი სატენით – დუკანური ვერსია ვთვლი რომ მშვენიერი საუზმე და განსაკუთრებით კარგი ვახშამია. შეგახსენებთ რომ როგორც პირველ და მეორე, ისე შენარჩუნების მესამე ფაზაში ბოლო კვება სასურველია იყოს ცილოვანი.

ეს კერძი ძალიან იოლად გასაკეთებელია და კარგად ანაყრებს კიდეც.
სამსახურში წახემსებისათვის კონტეინერით წასაღებადაც ერთობ მოსახერხებელია.

ერთი ულუფისთვის ავიღოთ 2 კვერცხი.
მოვხარშოთ, გავფრცქვათ და გაგრილებული გავჭრათ შუაზე. ამოვიღოთ გულები, ჩავდოთ ცაკლე ჯამში, დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი კრემხაჭო, ცოტა ზეთი (მაქსიმუმ ფაზის შესაბამისად დღიური ულუფა), მარილი, პილპილი.
ასევე ზაფხულობით შეგვიძლია დავამატოთ სასურველი მწვანილი და მწვანე ხახვი.
მე ცოტა კამას და თუ მაქვს ყვავილოვან ქინძსაც ვუშვები.
ზამთარში კი დავუმატოთ სხვადასხვა სანელებლები. ხმელი ქინძი, უცხო სუნელი და ა.შ. თქვენი გემოვნებით.
კარგად გადავურიოთ და ჩავდოთ უკან კვერცხის მოხარშულ ცილაში.

ასე გაკეთებული კვერცხი მშვენიერი გარნირია ვთქვათ დამარილებულ ქაშაყთან (ე.წ. სელიოდკა) ერთად მისართმევად.


შეგიძლიათ ასევე სატენის მასას ტუნას კონსერვიც დაამატოთ და ამ შემთხვევაში ის კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს როგორც თქვენს მენიუს, ასევე რაციონსაც. თევზი კი როგორ მოქმედებს წონის კლებაზე, ყველას კარგად მოგეხსენებათ.

გემრიელად მიირთვით, კლებით შეგერგოთ.

დღეს რადგან ცილის დღე მაქვს – სილაზისა და გემოსთვის ზემოდან ცოტა პაპრიკაც მოვაყარე.
ბოსტნეულის დღეებში კი სანელებლებს არ ვუშვები, მათ ნაცვლად ბოსტნეულთან ერთად მივირთმევ.

გემრიელად კვების და კლების დღეს გისურვებთ!

# მევარგამხდარი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s