დუკანური კერძები ლაზანია

ბლინის ცომისგან რა მრავალფეროვანი მენიუს შედგენა შეგვიძლია უკვე მოგახსენეთ. ისიც გითხარით მისი ოდნავ განსხვავებული ვერსიით ე.წ. ლაფშით დუკანის დიეტაში მაკარონის და ზოგადად იტალიური პასტის ჩანაცვლებაც რომ შეგვიძლია.


ამ ჩამონათვალში ლაზანია და ქართული ტრადიციული კერძი აჩმაც მოხვდა.
დღეს სწორედ ლაზანიას რეცეპტს შემოგთავაზებთ. მართალია ეს კერძი ჩემი სხვა დუკანური კერძებივით რამდენიმე წუთში არ მზადდება, მაგრამ რთულიც არაა და შედეგი ამად ღირს. ბოლო-ბოლო შაბათ-კვირას ხომ შეიძლება თავები გავინებივროთ!

ლაზანიას მოსამზადებლად დაგვჭირდება:

ლაფშის მზა ბლინები 5-6 ცალი.
ბეშამელის სოუსი,
ხორცის შიგთავსი.

აქ მნიშნველოვანია ერთი მომენტი.

რადგან ეს ერთი ადამიანის ულუფაა. ტაფის ფორმა რაშიც ვაცხობთ ბლინებს და გამოსაცხობი ფორმა რაშიც უნდა გამოვაცხოთ ლაზანია დაახლოებით ერთი ზომის უნდა იყოს. 18-20 სმ.


ბლინების მომზადება:

ერთი ულუფისთვის საჭიროა:

2 მთლიანი კვერცხი
2 სადილის კოვზი სახამებელი 
და 60 მლ წყალი ან რძე. (1/4 ჭიქაზე ოდნავ მეტი)
ცომი გამოდის უფრო სქელი ვიდრე ჩვეულებრივი ბლინების და ამ მასით ცხვება 5-6 ჩვეულებრივზე ცოტა სქელი ბლინი.

ამასაც ბლინის ცომის მსგავსად დაბალ ცეცხლზე ისე ვაცხობ რომ ფერი არ შეეცვალოს.

ხორცის შიგთავსის მომზადება:

მოვშუშოთ 1 თავი ხახვი
დავამატოთ 1 გახეხილი ან დაჩოფერებული სტაფილო და კარგად მოვშუშოთ. ცხიმის ნაცვლად პერიოდულად წყალი ვამატოთ რომ არ მიგვეწვას.
შემდეგ დავამატოთ ფარში და მოვშუშოთ. ბოლოს კი
დავამატოთ მზა პომიდვრის სოუსი ან ტომატი და შევაზაოთ მარილით და პილპილით.

აქვე ფარშზე გეტყვით ორიოდ სიტყვას.

მე პირადად მზა ფარშს ძალიან იშვიათად ვყიდულობ, მაგრამ როცა ფარშით ვაკეთებ მას აუცილებლად ვრეცხავ. ასე ზედმეტი ცხიმისგანაც ვათავისუფლებ, არასასურველი სისხლისგანაც რიმელიც ფარშს სპეციფიურ გემოს აძლევს და ბევრად გემრიელიც გამოდის.

ეს ყველაფერი როდესაც მზად გვაქვს ვიწყებთ ლაზანიას აწყობას.


შუშის ფორმაში საუკეთესო იქნებოდა მაგრამ ჩვეულებრივი ფორმაც წავა.

1) ძირში ზეთი მოვუსვათ და ბეშამელის სოუსი გადავუსვათ
2)დავადოთ ზემოდან ბლინი, გადავუსვათ სოუსი, დავადოთ მზა ხორცი, მოვაყაროთ უცხიმო ყველი ან ხაჭო.
3) მეორე პუნქტს ვიმეორებთ ბოლო ბლინამდე.
ბოლო ბლინს გადავუსვამთ ისევ ბეშამელის სოუსს მოვაყრით ისევ ყველს და შევდგამთ ღუმელში.

ცხვენბა 180 გრადუსზე. სანამ არ მოიბრაწება ზემოდან. (მეტად არ მოვბრაწე ბლინის გამოშრობის შემეშინდა. ეს ხომ ჩვეულებრივი ლაზანია არაა)

ეს ერთი ულუფაა. ორი ულუფით თუ გააკეთებთ ორჯერ მაღალი გამოვა და სეულიად გაამართლებს ლაზანიას სახელს.

უუუუუგემრიელესი გამოდის.

გემრიელად კვებისა და კლების დღეს გისურვებთ!

#მევარგამხდარი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s