დუკანური მენიუ – ქათმის ხორცის კერძები

როგორც უკვე იცით, ჩემი დილისა და საღამოს მენიუ ძირითადად შვრიის ქატოსა და ხაჭოს სხვადასხვა კომბინაციებისგან შედგება.

დღეს მინდა ქათმის ხორცისგან მომზადებული დუკანური კერძებიც მიმოვიხილო
და ასევე ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ ერთ-ჯერადად კვირაში ერთხელ როგორ ვაგვარებ მთელი კვირის შუადღის კვების მენიუს.

უკვე ისიც გითხარით რომ ჩემი დიეტური მენიუ ძალიან იყოს ოჯახის მენიუსთან მაქსიმალურად მიახლოებული. ეს იმისთვის მჭირდება რომ დიეტის გამო თავი დაჩაგრულად არ ვიგრძნო და ჩემი მენიუ არ არ გახდეს ერთფეროვანი და მოსაბეზრებელი.

როგორც ოჯახისთვის ვაკეთებ პროდუქტების ყოველკვირეულ მარაგს, ასე ვაკეთებ პირადად ჩემთვისაც. ამის შესახებ უკვე გუშინ მოგახსენეთ და დეტალურად შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ.

დაბურდუნდეთ ქათამს…. )))

მე პირადად გაყინული ქათმის ხორცის მომხმარებელი არ ვარ. ვერც სოფლის ქათამზე მიმიწვდება ხელი. ასე რომ ჩემს არჩევანს ქართული ნედლი ქათმის პროდუქტებზე ვაჩერებ ხოლმე. სახელს შეგნებულად არ ვასახელებ. თავადაც მიხვდებით. სიმართლე რომ გითხრათ, დიდად არც ამ მწარმოებელს ვენდობი, მგონია რომ ეს პროდუქტიც ჰორმონებით საკმაოდ არის გაჯერებული, ნედლიქათმის ხორცის სხვა არჩევანი რადგან დიდად არც მაქვს, შემოტანილ საეჭვო წარმომავლობის გაყინულ ქათამს ისევ ეს მირჩევნია. ბოლო-ბოლო, ჩემი გადახდილი ფული ისევ ქართულ ბიზნესს და საქმეს მოხმარდეს მირჩევნია.
იმასაც გეტყვით რომ ამ ხორცის ნეიტრალური გემოც მომწონს.

მოკლედ კვირაში ერთხელ ვყიდულობ 3 ცალ ძვლიან ფილეს.
ეს ოდენობა მთელი კვირის ჩემი შუადღის კვებისთვის სრულიად საკმარისია.

რასაკვირველია კანებს ვაშორებ და ვყრი.
ჯერ ერთი იმიტომ. რომ დუკანის რჩევას ვითვალისწინებ და მეორეც ქოლესტერინის მაღალი შემცველობის გამო ყველა დიეტოლოგი და ენდოკრინოლოგი იგივეს გვირჩევს.

რბილ ნაწილებს ე.წ. ფილეს მოვაცლი, ოღონდ ისე რომ ძვალზე ცოტა ხორცი დარჩეს.


1) ძვლიანი ნაწილებისგან ქათმის ჩიხირთმას მოვამზადებ.

ეს კერძი ჩემი დუკანური მენიუდან, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, უპირობოდ ჩემი ფავორიტია.
ამის შესახებ კი აქ წაიკითხავთ ))

მრჩება 6 ცალი ე.წ. ფილე:

2) 2-3 მათგანს მათგანს მომცრო ნაჭრებად დავჭრი და მრგვალად ჩემი დუკანური კერძებისთვის განკუთვნილი ტაფის ფორმის მსგავსად მოვალაგებ და გავყინავ. როდესაც ვერ ვასწრებ ჩემი დიეტისთვის შესაფერისი კერძის მომზადებას, ასე დაფასოებული ქათამი ჩემი მხსელია ხოლმე.

“გაჭირვების დროს” ასე გაყინულ და დაფასოებულ ხორცს ცხელ ტაფაზე დავდებ და ვიწყებ მზადებას. ამგვარად მომზადებულ სადილს მოვიხსენიებ-ხოლმე როგორც ექსპრეს-სადილი.


3) დანარჩენი 3-4 ფილესგან კი ხან რას ვაკეთებ ხან რას.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ რასაც ვაკეთებ იმდენი გამოდის მეორე კვირისთვისაც მრჩება ხოლმე.
ანუ
ერთ კვირას ვთქვათ კოტლეტს მოვამზადებ,
მეორე კვირას სოსისს, (მზა სოსისების მომხმარებელი, ისევ და ისევ მათი საეჭვო წარმომავლობის გამო არ ვარ, თუ ვჭამ მხოლოდ ჩემს გაკეთებულს)
მესამე კვირას კოტლეტის ფარშს გუფთის ფორმებს მივცემ და ამ ბურთებს ექსპრეს-სადილშიც ვიყენებ,
ხანდახან ქათმის ჩხირებსაც ვაკეთებ.
ძეხვი და ვიჩინაც გამიკეთებია.
რეცეპტებს აუცილებლად შემოგთავაზებთ.

ასე რომ ეს მეთოდი საშუალებას მაძლევს მინიმალური დროის დანახარჯით ყოველთვის მქონდეს საყინულეში ჩემი დიეტის შესაფერისი მენიუსთვის გამზადებული ნახევარფაბრიკატების საკმაოდ დიდი არჩევანი. სამუშაო დღეებში ამგვარად მომზადებული კერძები დამიჯერეთ დაკავებული ადამიანისთვის ხსნაა…

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია – მიზეზს არ ვაძლევ თავს რომ ვთქვა “საჩემო არაფერი მაქვს და რა ვქნა, უნდა დავარღვიო”. 😀


ბევრჯერ მსმენია გამოცდილი დუკანელებისგან რომ აღარ შეუძლიათ ქათმის ფილეს ატანა. გეთანხმებით მხოლოდ მოხარშული ქათმის ფილეს ჭამა მართლაც მომაბეზრებელია.
მაგრამ მიჩნდება კითხვა:

_რატომ იტანთ?
ხომ იცით რომ ქათმის ფილესგან სხვა უამრავი კერძი შეიძლება დამზადდეს.
იცით, მაგრამ მაინც ჩამოგითვლით:
ჩიხირთმა,
ჩახოხბილი,
ჩაქაფული,
ექსპრეს-სადილი,
კოტლეტი,
სოსისი,
ძეხვი,
ქათმის ჩხირები,
ლაბა (ე.წ. ხალადეცი)

ქათმის ხორცი ბეშამელის სოუსში
სალათა,
ცეზარი,
რულეტი,
ვიჩინა/შაშხი
მაფინები
,

ქათმის ხორცის “კრევეტები

ე.წ. აკროშკა ქათმის ხორცით,
ჩათუთქული კომბოსტო ქათმის ხორცით
და ა.შ.

ჩვენი ნაციონალური სიამაყე – შქმერული, ბაჟე და საცივი ხომ ისედაც დუკანური კერძებია. ოღონდ ამ შემთხვევაში ნიგოზთან ფრთხილად!!! ნიგვზიანს რომ მივირთმევთ იმ დღეს ზეთის კუთვნილ ულუფაზე უარს ვამბობთ!!!


კიდევ არის ალბათ სხვა უამრავი კერძი რომელიც ჯერ-ჯერობით ჩემს მენიუში არ არის.


ვინმე რამე განსხვავებულს თუ აკეთებთ, და ამ სიაში არ არის გთხოვთ დამიკომენტაროთ ან პირადში მომწეროთ რომ ეს სია შევავსოთ და დავეხმაროთ ერთმანეთს ჩვენი დუკანური მენიუ მრავალფეროვანი გავხადოთ. იმისთვის რომ გემრიელად, ხალისიანად ვიკვებოთ და თან გავხდეთ ტანწერწეტები.
მე ჩემი მხრიდან გპირდებით ნელ-ნელა ყველა მათგანის რეცეპტს დავწერ.

ჩემი მხსნელი _ სახელდახელო ომლეტი – იგივე ექსპრეს-სადილი.
ერთი ადამიანისთვის სრულიად საკმარისია სადილზეც კი.

გემრიელი კვების და ამავე დროს კლების დღეს გისურვებთ!!

#მევარგამხდარი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s