დუკანური კერძები – ხაჭოს კვერები

ხაჭოს კვერები ანუ იგივე ტვაროჟნიკი ან სირნიკი. ბარბარიზმები მომიტევეთ. ცოტა უკეთ გასაგები რომ იყოს მაგიტომ მოვიშველიე. თქვენი არ ვიცი და ეს კერძი ჩემი ოჯახისთვის საუკეთესო საუზმეა. გემრიელის და სასარგებლოს ჰარმონიული სინთეზი.

ჩემი ოჯახის წევრებისთვის დღეს სწორედ ეს მქონდა საუზმედ. პარალელურად საყვარელი ხათუნა ხომ არ დამეჩაგრა, ამის დუკანური ვერსია გავაკეთე.

dav

რეცეპტი:

ერთი პაკეტი 0%იანი ხაჭო (200 გრამი)

1 კვერცხის გული (ცილა პურისთვის შევინახე)

1 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი.

კარგად გადავურიე ეს სამივე ინგრიდიენტი. რასაკვირველია მარილიც დავამატე. სახამებლის დახმარებით კვერის ფორმები მივეცი და ცხიმ მოსმულ ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე შევწვი. უფრო სწორი კი იქნება თუ ვიტყვი, რომ გამოვაცხვე.

სოუსად არაჟნის ნაცვლად დანონის კრემხაჭო გამოვიყენე და დიდი სიამოვნებით მივირთვი.

უგემრიელესი გამოვიდა. თან ყველაზე მთავარი ისაა რომ როდესაც ასე, ოჯახის კერძებს მიმსგავსებული კერძებით ვიკვებები, სრულებით არ მაქვს დაჩაგრულის შეგრძნება. იმ შემთხვევებისგან განსხვავებით როდესაც ოჯახის წევრები გემრიელობებს მიირთმევენ და შენ ტანწერწეტობის ხათრით ამ ყველაფერზე დიდი სურვილის მიუხედავად სასტიკ უარს ეუბნები საკუთარ თავს. მსგავსი “თავშეკავებები” ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის სავალალოდ მთავრდებოდა.

ვითმენდი, ვითმენდი და ბოლოს აუცილებლად ავიწყვიტავდი.

ასე რომ ვთვლი რომ ეს საუკეთესო არჩევანია.

გემრიელად კვების და კლების დღეს გისურვებთ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s