დუკანის დიეტა და ქატო

ჩემ ბავშვობაში ჩემი ბებია უკლებლივ ყველა ზღაპრის მოყოლას ამ სიტყვებით ასრულებდა:_”ჭირი იქა, ლხინი აქა… ქატო იქა, ფქვილი აქაო”.
ჰოდა მთელი ბავშვობა ქატო ჩემთვის ჭირთან ანუ ყველაფერ ცუდთან ასოცირდებოდა.

პატარაობიდან ის კი ნამდვილად ვიცოდი, რომ ქატოს შინაური ცხოველების და ფრინველების გამოსაკვებად იყენებდნენ. თუმცა ვერც კი წარმომედგინა, ოდესმე მეც მისი სისტემატური მომხმარებელი თუ გავხდებოდი. ))

თურმე სულაც არ ყოფილა ქატო ასეთი საშინელება როგორც ბავშვობაში მეგონა. მეტსაც გეტყვით, აღმოჩნდა რომ ის ძალიან სასარგებლო პროდუქტია. ოღონდ როგორც ყველაფერს, მის მიღებასაც ზომიერების დაცვა სჭირდება.
დუკანის დიეტაში ქატო შეუცვლელი პროდუქტია. მის მიღებას ბატონი პიერი დაჟინებით გვირჩევს.
და გვირჩევს არა მხოლოდ დიეტის დროს, არამედ მთელი ჩვენი ცხოვრება.

ქატო დუკანის დიეტაში ერთადერთი ნახშირწყლოვანი პროდუქტია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ორგანიზმის მომარაგებას პურ-ბურღულეულისგან თავშეკავების პერიოდში საჭირო ნუტრიენტებით.
ის ვერ ჩანაცვლდება ვერაფრით, მათ შორის დუკანის დიეტაში დაშვებული ბოსტნეულითაც. ბოსტნეულში რა თქმა უნდა არის ნახშირწყალი, მაგრამ ის ვერ ანაცვლებს ქატოს.

რა არის ნახშირწყალი?
ნახშირწყლები ჩვენი ორგანიზმის მთავარი ენერგეტიკული რესურსია, მთავარი საწვავი, რომლის გამოყენებითაც მუშაობს კუნთები, გული, ტვინი, საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა და სხვა მნიშვნელოვანი ორგანოები.
ის ასევე აუცილებელია ჩვენი ტვინის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვისაც. განსაკუთრებით კი მათთვის, ვისთვისაც გონებრივი სამუშაო ცხოვრების ჩვეული ნაწილია. ნახშირწყალი თავის ტვინის კვების ერთადერთი წყაროა, თუ რა შედეგამდე მიჰყავს ადამიანი ტვინის შიმშილს, ყველამ იცის.  მისი გამოკვება აუცილებლად გვჭრდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა დიეტა განზე დაგვრჩება…. :))

არსებობს ორი ტიპის ნახშირწყალი:
მარტივი და რთული.
სწორედ მარტივი ნახშირწყალია ჩვენი დამღუპველი. დაუოკებელ მადას რომ იწვევს და ჩვენს არაჯანსაღ დამოკიდებულებას განსაზღვრავს საკვების მიმართ.
მიხვდით ალბათ….
შაქარს, რაფინირებულ ფქვილს და ზოგადად ტკბილეულს ვგულისხმობ. განსაკუთრებით სახიფათოა მარტივი ნახშირწყლების მიღება ცხიმთან ერთად. მაგ. საკონდიტრო ნაწარმის სახით.
ჩემი ენდოკრინოლოგი მსგავს პროდუქტებს ბომბას ეძახდა და მათ ასევე ცრუ კალორიებად მოიხსენიებდა.
ჰმ… სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.
ყველაზე მაღალკალორიული პროდუქტებია და ამ დროს ცრუ კალორიებს ეძახიან….
ეს იმიტომ რომ მათი მიღებით ვერ ვუზრუნველყოფთ ორგანიზმს საჭირო კომპონენტებით. ენერგია არ გვაქვს, იმუნიტეტი გვიქვეითდება, ვიტამინებს და მინერალებს ვერ ვიღებთ და ამ დროს ვიღებთ არასააჭირო კალორიებს და ყველა სიკეთესთან ერთად ყველაზე საშინელებაც ხდება – ვსუქდებით!!!!…..
ტფუ…ტფუ… ტფუ….
ჯვარი გვწერია….

რთული ნახშირწყლები კი სრულიად უსაფრთხოა და სასარგებლოც ჩვენი ჯანმრთელობისათვის. მათი წყარო სწორედ ხილი, ბოსტნეული, მარცვლოვნები და ბურღულეულია. მათი სისტემატური მიღება აუცილებელია ჯანმრთელი ადამიანისთვის. ისინი გარდა ნახშირწყლებისა, ასევე შეიცავენ ვიტამინებს, მიკროელემენტებს, უჯრედისს.
ჩემოთვლილთაგან ჩვენ-დუკანელებს მხოლოდ ბოსტნეულის მიღების უფლება გვაქვს, ისიც მეორე ფაზიდან და ქატო სწორედ ამ დანაკლისის ანაზღაურების გარანტიაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მიღება პირველ ფაზაში.
ქატო არის პროდუქტი რომელიც გაჯერებულია უჯრედისით, ორგანიზმისთვის აუცილებელი მიკროელემენტებით, ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტებით და ვიტამინებით. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გავლისას მასში არსებული ბოჭკოების მონელება არ ხდება და ამის გამო ის ცოცხივით გვის და გარეთ გამოდევნის ორგანიზმიდან ე.წ. შლაკებს. გაწმენდის შემდეგ კი ორგანიზმი ადვილად ითვისებს საკვებ ნივთიერებებს, უმჯობესდება მიკროფლორა, ნელდება ორგანიზმის მიერ ცხიმების შეწოვა და ჩქარდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს სწრაფად წონის კლებას.  თანაც უჯრე­დი­სის მიერ კუჭ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წყლის შე­წო­ვა ხდე­ბა, რაც იწვევს ქა­ტოს გა­ჯირ­ჯვე­ბას და და­ნაყ­რე­ბის შეგ­რძნე­ბა ჩნდე­ბა. ეს კი გარდა ყველაფერი ზემოთ თქმულისა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ზედ­მე­ტი საკვების მი­ღე­ბა.
უჯრედისის დახმარებით ორგანიზმიდან გამოდის ასევე ცუდი ქოლესტერინი რაც ჩვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 
ამიტომ ხშირად დასმულს კითხვის “ქატოს გარეშე ვერ გავხდები?” პასუხია.
კი გახდებით, მაგრამ ეს არასწორია.

ენდოკრინოლოგის განმარტებით, იმ ადამიანებისთვის ვისაც კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დიაგნოზი აქვს, ქატოს მიღებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. რადგან ის შეიძლება სისხლდენის მაპროვოცირებელი გახდეს. ასევე მისი მიღება არ შეიძლება მწვავე გასტრიტის დროსაც.


დუკანის დიეტის დროს პირველ ფაზაში აუცილებელია მიიღოთ 1,5 სუფრის კოვზი ქატო. მეორეში 2 ს.კ. მესამეში 2,5 და მეოთხე ფაზაში სავალდებულოა 3 სუფრის კოვზის მიღება.
ასევე უნდა აღინიშნოს რომ ქატოს მიღება შეგიძლიათ თქვენთვის მისაღები ნებისმიერი ფორმით. უმად ან თერმულად დამუშავებული.

ქატოსგან დამზადებული დუკანური კერძების მთელი სია შემიძლია შემოგთავაზოთ:

პური


მჭადი

ღომი:
დღიური ულუფა ქატო მოხარშეთ წყალში. დაუმატეთ მარილი და სურვილისამებრ ცოტა ყველი.
(ყველის ულუფის მირთმევისას თავი შეიკავეთ სხვა ცხიმის მიღებისგან)

ჩემი უსაყვარლესი საუზმე, სადილი, სამხარი და ვახშამი – ღომი !!!
(ხანდახან თავს უფლებას ვაძლევ 1-2 ნაჭერი იმერული ნაკლებცხიმიანი ყველი მივირთვა)
დუკანის დიეტის ჩემს ვერსიაში ის დაშვებული პროდუქტების სიაშია 😉

ოლადი

ბლინი

კექსი

ხაჭაპური

burst

ღვეზელი (პეროგი)

ხორცის ღვეზელი

კომბოსტოს ღვეზელი

მხლოვანი/ჭახრაკინა

ყაბაყის ღვეზელი

ყაბაყის ოლადები


მექსიკური კარტოფილი დუკანურად

სხვადასხვა ნამცხვარი:
მაგ.
ჩიტის რძე:

ბრაუნი

კენკრის ღვეზელი

dav

ხრაშუნა პეჩენიები

ტარტი

ტარტალეტკა

ჩისქეიქის-ნაცვალი


პეჩენია
და ა.შ.

აქვე ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ.
ტაფაზე ოქროსფრად მოხალული ქატო ძალიან ცოტა დაკეპილ (და არა გატარებულ) ნიგოზთან ერთად იძლევა იმის საშუალებას რომ ქართველებისათვის საამაყო და საყვარელი ფხალეულის დუკანური ვერსია გავაკეთოთ და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე თამამად მივირთვათ. 😉


აღსანიშნავია ასევე ის რომ თავად დუკანი არ(!!!) გვირჩევს ქატოს დაფქვას და ისე მოხმარებას. რადგან მისი ძირითადი თვისებები ამ დროს იკარგება.

კიდევ ერთ არაერთხელ დასმულ კითხვას ვუპასუხებ.

_ქატო მხოლოდ დილას უნდა მივირთვათ?

_არა! ქატო დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ მიირთვათ!!!

უბრალოდ მე გირჩევთ ვინაიდან მისგან გაკეთებული კერძები მაინც ცომეულის ალტერნატივაა საღამოს მათ მიღებას მოვერიდოთ. რადგან კვების არასწორი ჩვევა ჩამოგვიყალიბდება და დიეტის დასრულებისთანავე გამოიწვევს წონის დაბრუნების დაწყებას.

პირობას გაძლევთ დროდადრო ამ სტატიას განვაახლებ და ჩემი დიეტური მენიუდან ქატოს კერძების უკლებლივ ყველა რეცეპტს შემოგთავაზებთ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s