ხათუნას დუკანური პიცა_უმარტივესი რეცეპტი

ჩემი მენიუ ძირითადად მარტივად, იოლად და სწრაფად გასაკეთებელი კერძებით შედგება.
თან როგორც უკვე გითხარით ის ოჯახის მენიუზეც არის დამოკიდებული. მათთვის რასაც ვაკეთებ მეც ხომ მინდა იგივე მივირთვა.

ჰოდა გუშინ გაკეთებული პიცის პარალელურად ჩემთვის “დუკანური პიცაც” მოვამზადე.
ძალიან იოლად გამზადდა, ნამდვილ პიცასაც წააგავდა და ხელმეორედ დატესტვის შემდეგ თამამად გიზიარებთ რეცეპტს.

ეს პიცა ტაფაში სულ რამდენიმე წუთში კეთდება. საუკეთესოა საუზმისთვის. მატების მწარე გამოცდილება რომ არ მქონდეს დავწერდი ვახშმისთვისაც თქო. მაგრამ ცომეულს, თვით დუკანურსაც კი, საღამოობით ხომ არ ვჭამთ!!!! შეგახსენებთ ტკბილეულის დაცომეულის ჭამის მავნე ჩვევა დუკანური ცხოვრებიდან ჩვეულებრივშიც გადამყვა და სწორედ ამ ჩვევამ გამოიწვია რამდენიმე კგ-ს მატება.


პირველ რიგში გავამზადოთ პიცის “ზედთავსი” ანუ რის მოლაგებასაც პიცაზე აპირებთ. ეს დამოკიდებულია თქვენს გემოვნებაზე და როგორც ნამდვილ პიცას შეეფერება, თქვენს მაცივარში იმ მომენტში დიეტაში დაშვებული პროდუქტების არსებობაზე.

მე მქონდა: პომიდორი, მწვანე ხახვი, წითელი ბულგარული წიწაკა, წინა დღეს ოჯახისთვის ჩაშუშული ქამა-სოკო რომელიც ხახვით, მარილით და პილპილით იყო მხოლოდ შეზავებული.

სილამაზისა და კიდევ იმისათვის რომ კუჭთან ერთად ცოტათი ტვინი და გულიც მოვატყუოთ, ზემოდან მოსახეხად, სულ ცოტა იმერული ყველიც გამოვიყენე. (დაახლოებით 10 გრამი)

ასევე, სურვილის შემთხვევაში, პიცის სუნელი ორეგანო და პილპილიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ცომის მომზადება უიოლესია:

ძალიან დაბალ ცეცხლზე დავდგათ ტაფა გასაცხელებლად . სანამ ის გაცხელდება:


უგემრიელესია, იოლად გასაკეთებელია და მეორე ფაზიდან შეგიძლიათ მიირთვათ.
გამოყენებულია მხოლოდ ერთი დამატებითი პროდუქტი (სახამებელი)

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არის კერძი ცომეულის კატეგორიიდან, სადაც არ გვჭირდება ქატო. ქატოს მოყვარულებისთვის კი, მათ შორის ჩემთვის, ეს ორმაგად სასიხარულოა. პიცასაც შევჭამთ და იმავე დღეს ქატოთი საყვარელ ფაფას, ბლინს, ღვეზელს ან პურს გავაკეთებთ და კიდევ ერთი კვება დუკანურად გადაგორებული გვექნება.

თუმცა ქატოთიც შეიძლება მისი მომზადება. ქატოსგან მომზადებულ პიცის რეცეპტს კი ამ ბმულზე ნახავთ

#მევარგამხდარი





კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s