გამაგიჟებენ!!!!

-დიეტა რად გინდა ისედაც მშვენიერ ფორმაში ხარო!!!

_გათხოვილ ხომ ხარ? რაღას იკლავ დიეტებით თავსო?

შვილები ხომ გყავს უკვე, რაღას დიეტობო?

არც ისე მსუქანი ხარო!!!!

შენ რა გიჭირს იმან რაღა თქვასო!!!

ექვსის მერე არ ჭამო და მორჩაო….

პური ამოიღე მენიუდან და მორჩაო…

ფეხით იარე და მორჩაო…

გამაგიჟებენ ამ გაუთავებელი შეკითხვებით და რჩევებით ჩემს წონასთან დაკავშირებით!!!

დიეტის და კვების შეზღუდვის მოდელების ვერსიებს ნუღარავინ შემომთავაზებთ. რადგან მერამდენედ ვამბობ: ყველაფერი ნაცადი მაქვს!!!! თქვენ თუ ნაპოვნი გაქვთ თქვენი წონის კონტროლის მექანიზმი, გილოცავთ! ეს მართლაც ბედნიერებაა. ვიღაცაზე ეს მეთოდი ჭრის, ვიღაცაზე ის. ყველამ თავისი გასაღები უნდა იპოვოს. ჩემი პრობლემის გასაღები დუკანის მეთოდი აღმოჩნდა და ამ ბლოგში სწორედ პირადად ჩემს გამოცდილებას გიზიარებთ!!!

დანარჩენ კითხვებს კი ვპასუხობ თანმიმდევრულად:

დიეტა იმისთვის მინდა რომ საკუთარი თავი მომწონდეს, თავს კარგად ვგრძნობდე, შესაბამისად ამით ბედნიერი ვიყო.

გათხოვილი რომ ვარ მაგიტომაც მინდა კარგად გამოვიყურებოდე და ლამაზი სხეული მქონდეს. ასეთ დროს საკუთარი თავი მხოლოდ მე ხომ აღარ მეკუთვნის. მინდა რომ ჩემი საყვარელი ადამიანი ჩემით ამაყობდეს და ბედნიერი იყოს ჩემს გვერდით. რამდენი შემთხვევა ვიცით გოგოები ოჯახის შექმნამდე თავს როგორ უვლიან და განსაკუთრებით ბავშვის გაჩენის შემდეგ თავს რომ მიუშვებენ-ხოლმე. თავის გასასამართლებლად კი არგუმენტი კი ყოველთვის მოეძებნებათ. (სამწუხაროდ ერთი პერიოდი მეც ასე ვიყავი…)

ასეთი ადამიანი წყალში სათევზაოდ გადაგდებულ ანკესს მაგონებს, მთავარია ერთი თევზი როგორმე დაიჭიროს და მორჩა აღარ სჭირდება თავის მოვლა. “თევზი” ხომ უკვე დაჭერილი ჰყავს.

და პირიქით პატივს ვცემ ისეთ ქალებს მთელი ცხოვრება რომ თავს უვლიან და ამით თავადაც ბედნიერები არიან და გარშემომყოფებსაც აბედნიერებენ.

შვილები რომ მყავს ეს კიდევ ერთი მიმეზია რატომაც ყოველთვის კარგად უნდა გამოვიყურბოდე და ბედნიერი ვიყო.

ჯერ ერთი…

შვილებს ყველაზე მეტად ბედნიერი დედა სჭირდებათ და არა დეპრესიული და უბედური. წარმოიდგინეთ თქვენი თავი მათ ადგილზე. როცა თქვენი დედა ან აღმზრდელი ცუდად იყო, ასეთ დროს თავად თქვენ თავს როგორ გრძნობდთ?

და პირიქით….

როცა ბედნიერი იყო მაშინ რას განიცდიდით.

და მეორე….

როცა შვილი გყავს მისთვის ქცევის მოდელი ხარ. არაფრის თქმას არ აქვს აზრი, შვილს რაც არ უნდა ელაპარაკო, აკეთებს მხოლოდ იმას იმას რასაც ხედავს. გვინდა თქვენი შვილები ლამაზები, მოხდენილები და მოვლილები იყვნენ? მივცეთ ამის მაგალითი ჩვენ თავად.

მე არც ისე მსუქანი ვარ, მსუქანი ვარ თუ ძალიან მსუქანი, მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია და თქვენს მიერ ჩემი დამშვიდება სრულიად უადგილოა. ჩემი მისამართით გაჟღერებული ეს სიტყვა, მის ნებისმიერ კონტექსტში, უარყოფით ემოციას იწვევს ჩემში და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ ვთქვა #მევარგამხდარი.

სხვებმა კი რაც უნდათ ის ქნან. ეს მათი გადასაწყვეტია.

ამ ორ ფოტოს შორის განსხვავება 2 წელი და ზუსტად 22კგ-ა. პირველში დუკანი ერთი კვირის დაწყებული მაქვს და უკვე 6 კგ მაქვს დაკლებული. მეორეში კი დუკანის შემდეგ მომატებული მაქვს 12 კგ.

სულ მალე კი ვიმედოვნებ მეორე ფოტო იქნება შედარების ობიექტი. 😍

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s