რა კარგია გამხდრობა

ხომ არიან ადამიანები ვისაც ჭარბი წონა არ აწუხებს.
ასეთი ადამიანების ყოველთვის მშურდა.
იღებენ თავიანთ თავს ისეთებად როგორებიც არიან და ცხოვრობენ ასე, ბედნიერად.
სულ არ აწუხებთ არც ერთი, არც ორი და არც 50 კგ.

მე კი ეს მომატებული (ახლა უკვე) 8 კგ ზუსტად ისევე მაწუხებს როგორც 40 მაწუხებდა.
ზუსტად ვიცი ახლა თავს თუ არ ვუშველე და სასწრაფოდ არ დავიკელი, სულ მალე, არამარტო ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც ბევრად უარესად ვიქნები, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. ვერასოდეს მივიღებ საკუთარ თავს ჭარბწონიანად. ეს ალბათ იმისი ბრალია რომ ყველა ადამიანს ესთეტიკის თავისებური აღქმა აქვს. ვიღაცისთვის სულ ერთია როგორ გამოიყურება. ესა თუ ის სამოსი უხდება თუ არა. ფერადი ტანსაცმლის ჩაცმა გაუხალისებს ცხოვრებას თუ ივლის შავებში ჩამალული, ისე როგორც მე დავდიოდი. ცისფერ ჯინსის შარვალს, თეთრ ზედას ჩაიცმევს როდესმე ისევ? (ჩემი ჯერ აუხდენელი ოცნება)

თუ კარადაში წლების წინ დაკიდებულს, იმის იმედით რომ “როდესმე გავხდები და ჩავიცვამ”, კიდევ უფრო ღრმად გადაკიდებს. ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე იმასაც ვიტყვი, ქალი როცა ხარ, სისტემატურად თუ არა ხანდახან მაინც მაღალქულიან ფეხსაცმელზე დადგომაც ხომ მოგიწევს. მხოლოდ იმიტომ რომ მოგწონს. მერე სახლში დაბრუნებულს სამი დღე წოლითი რეჟიმი რომ დაგჭირდება, დალეწილი ფეხების მოსაშუშებლად.

საკუთარი თავის ესთეტიკურად აღქმა მედლის ერთი მხარეა. მეორე კი, კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია.

ეს თვითშეგრძნებაა.

როგორ გრძნობს თავს ჭარბწონიანი ადამიანი და რას განიცდის ეს ჩემს აღსარებაში ერთხელ უკვე მოგახსენეთ. ახლა მინდა სიგამხდრის სიკეთეებზე გესაუბროთ.

ეს მათთვისაა ვისაც უკვე აღარც გახსოვთ როგორია სიგამხდრე!

  1. თავს გრძნობ მსუბუქად და ხარ ფიზიკურ ქმედებებში სრულიად თავისუფალი.
  2. იოლად არ იღლები. კვების შემდეგაც კი ენერგიულად გრძნობ თავს.
  3. გიხდება ყველაფერი. (მაგიტომაცაა სიგამხდრე მოდაში. დიზაინერებისთვის შრომის გასაიოლებლად. 😜 “პოლის ჯოხს” ტომარაც რომ ჩამოაცვა, მოუხდება. აბა ფორმებიანი ქალი გემოვნებით რომ შემოსო დიზაინერისთვის ორმაგი თავის ტკივილია და მით უმეტეს ჭარბწონიანისთვის სამოსის მორგება!!!! ამას ერთეულები თუ ახერხებენ). მე პირადად კი ჩემი პროფესია მშველის საკუთარი ჭარბწონიანობის შესანიღბად. 😄
  4. ჯანმრთელობა. ჭარბწონიანზე ბევრად ჯანმრთელად გრძნობ თავს და ხარ კიდეც. სრულებით არ ადგება ძალა ჩვენს გულს, ფილტვებს, შინაგან ორგანოებს, სისხლძარღვებს, ძვლოვან სისტემას, ენდოკრინულ სისტემას და ა.შ. უნდა დავინდოთ და გავუფრთხილდეთ მას.
  5. გაგიკვირდებათ და ჭარბწონიანი ადამიანი თავის ფიზიოლოგიურ სიმაღლესთან შედარებით ცოტათი ნაკლებიც კია. ამაზე კი ღრმად პატივცემული “გრავიტაცია” ზრუნავს. ასე რომ ეს სიგამხდრისკენ ლტოლვაში +1 ან 2 სმ კიდევ ერთი ბონუსია.
  6. გამხდარი ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურები. ყოველი დაკლებული კილოგრამი ვიზუალში ერთს თუ არა ნახევარი წელს მაინც გაკლებს. დაკლებულმა 40- მა კილოგრამმა მინიმუმ 20 წლით გამაახალგაზრდავა.
  7. საკუთარი თავი მოგწონს და ჰარმონიაში ხარ მასთან. ეს კი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია

როგორც ცნობილია ყოველდღე ჭარბად მიღებული ვითომ უწყინარი 1-2 კოვზი შაქარი წლის განმავლობაში მინიმუმ ერთი ჭარბი კგ-ს მატებას იწვევს. თანაც ისე მზაკვრულად შემოგვეპარება რომ ვერც კი ვაცნობიერებთ ხოლმე. ასე ნაბიჯ ნაბიჯ გრამობით ვიმატებთ და ტანსაცმელში რომ ვეღარ ვეტევით მერე ვხვდებით ეს რა დაგვემართნია. მერე იწყება მასთან ბრძოლა და უხშირესად ეს ბრძოლა ჩვენი წაგებით მთავრდება. ამ მწარე გამოცდილებამ იმდენად ჩვევად მიქცია, მთელი ცხოვრება ჭწ-სთან ბრძოლა, რომ სუნთქვასავით, ავტომატიზმში მაქვს გადასული. უკვე საკუთარი შვილივით მყავს, დღე და ღამე მასზე ვფიქრობ.

შვილები იზრდებიან და ცხოვრებას ჯერ შენი დახმარებით, შემდეგ კი თავად სწავლობენ. მათგან განსხვავებით “ჭარბი წონისადმი მიდრეკილებას” ზედმეტი თავისუფლება თუ მივანიჭეთ “საოცრებებს” ჩაიდენს. შვილის გაზრდაში მეტ-ნაკლებად დამხმარეებიც გვყავს. მეუღლეზე არაფერს ვამბობ, ეს ხომ მისი მოვალეობაცაა. აი ბებიებს, ძიძებს, ახლო ნათესავებს, თუნდაც მეგობრებს ვგულისხმობ.

ჭარბ წონასთან ბრძოლაში კი სრულიად მარტო, მხოლოდ საკუთარი თავის ამარა ვართ.

ეს ერთი მხრიდან.

მეორე მხრიდან კი, თუ ვიმეგობრებთ საკუთარ თავთან და ჩვენს ძალებს გავაერთიანებთ, შედეგიც არ დააყოვნებს. ძალა ხომ ერთობაშია!!!

მე ხომ ჩემი თავი მყავს და ჩვენ ერთად ამას, აუცილებლად, აუცილებლად შევძლებთ!!!!

ახლა სანატრელ მიზანს სულ რაღაც 8 კგ მაშორებს!!!

შენიღბული ხათუნა 😄😄😄
გინდ დამიჯერეთ და გინდ არა ამ სურათში 84 კგ ვარ. 3 კვირის წინ დიეტის დაწყების დღეს მაქვს ეს ფოტო გადაღებული. ბლოგში დადებას ვაპირებდი. ჰოდა მივხვდი რომ აზრი არ აქვს. არ მეტყობა რომ 12 ზედმეტი კილოგრამი მაქვს.
ეს კი ზუსტად 2 დღეში გადაღებული ფოტოა. აქ უკვე კარგად ჩანს ჩემი “დაუძინებელი მტრის” ფორმები. 😊

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s