ხათუნას დუკანური პური

არის ადამიანთა კატეგორია, ჩემი ოჯახის წევრების ჩათვლით, პურის გარეშე ცხოვრება რომ ვერ წარმოუდგენიათ. ასეთი ადამიანების ჭარბი წონის მიზეზიც ხშირად ჭარბად მოხმარებული პური ხდება ხოლმე. საკმარისია ცოტა შეზღუდონ მისი მიღება რომ მალევე აისახება ეს სასწორზეც და თავადაც გრძნობენ.
მე ნამდვილად არ მივეკუთვნები მათ კატეგორიას. დიდად არ მიყვარს პური და ამიტომ ის ნამდვილად ვერ იქნება ჩემი ჭარბწონიანობისადმი მიდრეკილების მიზეზი.
ვისაც პური ძალიან უყვარს დუკანის დიეტის დაცვაც ძალიან გაუჭირდება. თუმცა დუკანი იმით არის უნიკალური დიეტა რომ შეგვიძლია დაშვებული პროდუქტებიდან ნებისმიერი ტრადიციულ კერძის დუკანური ანალოგი გავაკეთოთ.

დღეს პურის რეცეპტს შემოგთავაზებთ.
ინტერნეტის სივრცეში უხვად შეგხვდებათ მისი რეცეპტები. უამრავი მიცდია. ზოგჯერ გამოდის, ზოგჯერ სულაც არ გავს პურს. ზოგჯერ მჭადი უფროა ვიდრე პური და ა.შ.
როგორც მოგეხსენებათ ყველაფერი გენიალური არის მარტივი.
ჰოდა, 2 წლიანი დუკანთან მეგობრობრობის თავზე, როგორც იქნა ჩემთვის უმარტივესი რეცეპტი შევქმენი. ის მხოლოდ ორი ინგრედიენტისგან კეთდება. ყოველთვის გამოდის და მის გასამზადებლად ზუსტად 5 წუთია საკმარისი. ღუმელში მისი გამოცხობის დროს არ ვთვლი, რადგან ჩვენი დრო და ენერგია ამ დროს არ იხარჯება.

პურის გამოსაცხობად მხოლოდ ორი ინგრიდიენტი გვჭირდება.
4 კვერცის კვერხის ცილა და 4 სუფრით კოვზი შვრიის ქატო.
ეს 2 დღის ნორმაა.

თან გასაკეთებლადაც ისეთ მარტივია, ბავშვიც კი გააკეთებს.
სულ 4 მარტივი ნაბიჯისგან შედგება.
1) განვაცალკევოთ კვერცხის გულები ცილებისგან.
2) მიქსერით კარგად, ღრუბელივით ავთქვიფოთ. თუმცა სულაც არაა საჭირო ისე ათქვიფოთ, რომ გადმოტრიალებისას ჯამიდან არ გადმოდიოდეს.
3) დავამატოთ შვრიის ქატო.(სურვილისამებს მარილი და სანელებლებიც შეგიძლიათ უქნათ)
3) გადავიტანოთ სასურველ ფორმაში და 180-200 გრადუსზე გამოვაცხოთ. (მზაობას ვამოწმებთ ხის ჩხირით)

აქვე დავამატებ რომ ამ ულუფისათვის გამოსაცხობი ფორმა უნდა იყოს 16-18 სმ და გამოცხობის მერე რომ არ მიიკრას ქვეშ ზეთმოსმული კალკის ქაღალდი ჩავუფინოთ.

ეს პური სურნელითაც წააგავს ნამდვილ პურს. გარედან საკმაოდ ხრაშუნაა და შიგნიდან ფუმფულა.


სანელებლებით თუ შევაზავებთ და ცოტა დამატკბობელსაც დავუმატებთ საუზმისთვის ფუნთუშაც გვექნება. მოკლედ უნივერსალური და იოლად გასაკეთებელი რეცეპტია. გირჩევთ სცადოთ.

განგებ შუაზე გადავტეხე.
როგორც ჩემი პურის მოყვარული შვილი ამბობს პურს გაჭრა არ უხდება. 🙂

ვინც დუკანს არ იცავთ და პურის რაციონიდან ამოღებით ცდილობთ კლებას ეს რეცეპტი თქვენც გამოგადგებათ.
ასე რომ ყველას გირჩევთ სცადოთ!

აქვე ვიდეო რეცეპტიც შეგიძლიათ ნახოთ.

#მევარგამხდარი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s