მე ვარ გამხდარი!!!!!

ეს არის საოცნებო ფრაზა რომლის წარმოთქმის უფლებისთვისაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრებაა ვიბრძვი.

ძალიან მინდა ვიყო გამხდარი….

არადა, სულაც არ ვარ!!! 
ჩემი წონა ქანქარასავითაა. რაც თავი მახსოვს ჭარბ წონას ვებრძვი. ის კი ხან ერთ მხარეს გადაიხრება, ხან მეორე.
ახლა კი აწყვეტილი, ისევ მომატებისკენ მიექანება….

ბოლო ერთ წელიწადში, მოდი ვთქვათ სიმართლე, 12 კგ მაქვს მომატებული.  მანამდე 40 კგ დავიკელი. მანამდე კიდევ იმდენჯერ დავიკელი და მოვიმატე და იმდენი რომ ეს ცალკე თემაა და ამას აუცილებლად შევეხები.

ჰოდა დღეს ისევ ვიწყებ!!!!!!
მართალია სათვალავი ამერია უკვე მერამდენედ, მაგრამ მაინც არ ვნებდები და ვიწყებ დიეტას.

ახლა კი უკვე თქვენთან ერთად!!!
ახალი მხოლოდ ისაა რომ ამჯერად დიეტას და ბლოგერობას ერთად ვიწყებ. ანგარიში ყოველ დღე უნდა ჩაგაბაროთ და იქნებ დიეტა თქვენი ხათრით მაინც აღარ დავარღვიო. 🙂

გპირდებით ყოველდღე ჩაგაბარებთ ანგარიშს თუ როგორ ჩაიარა ჩემმა დიეტის დღემ. რასაკვირველია გულწრფელი ვიქნები. აბა, უთქვენოდ საკუთარ თავს აქამდე ისედაც მშვენივრად ვატყუებდი.

თან ჩემს ჭარბ წონასთან ბრძოლის მრავალწლიანი გამოცდილებიდან,  ბევრ რამეს გაგიზიარებთ და თქვენს რჩევებსაც სიამოვნებით მივიღებ.

მაშ ასე!

დღეს #დუკანისპირველიდღე მაქვს.
ისევ დუკანს ვუბრუნდები იმის გამო, რომ რა დიეტა არ გამიკეთებია და რა არ მიცდია, მაგრამ მასზე ეფექტური არც ერთი ყოფილა.

ხვალ მოგახსენებთ, დიეტის პირველმა დღემ როგორ ჩაიარა. 

ხვალვე დავდებ ჩემი სასწორის სურათს. ხვალ იმიტომ რომ დღეს სასწორის მეშინია!!! უფრო სწორად კი სასწორზე ასახული ციფრების…
იმ ციფრების არაფერს რომ გპატიობს, და სიმართლეს მოურიდებლად პირში მოგახლის.

როგორ არ მეშინოდეს, გუშინ და გუშინწინ ხომ ტკბილეულზე ისევ ავიწყვიტე. თან იმის გამო რომ ” ხვალიდან ისევ დიეტაზე ვარ”, ისიც კი შევჭამე რაც სრულებითაც არ მინდოდა.
მერე მქონდა ისევ დანაშაულის შეგრძნება, საკუთარ თავს ისევ ასე რატომ მოვექეცი. და ა.შ. 

დღეიდან საკუთარ თავს პირობას ვაძლევ, ასე აღარ მოვიქცევი.

თქვენი იმედიც მაქვს. მე გაგიზიარებთ ჩემს ჭარბ წონასთან ბრძოლის მრავალწლიან გამოცდილებას. თქვენ კი გამამხნევეთ. რომ ბოლომდე მივიყვანო დაწყებული საქმე.



ეს ფოტო ზუსტად ორი თვის წინ დუკანის დიეტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრეა გადაღებული.

11 comments

  1. აუ ხათ ძალიან საყვარელი გოგო ხარ, მიყვარხარ პოზიტიურო ადამიანო!!!

    Like

  2. ხათო,
    გენცვალე,
    მე ვარ გამხდარი!!!

    პირველ რიგში განსაზღვრე სხეულის მასის ინდექსი (სმი)

    სმი = სხეულის მასა (კგ) / სხეულის სიმაღლე 2 (მ2)

    მერე, თვეში არ უნდა დაიკლო 5 კგ-ზე მეტი.

    ტკბილეული, სახამებელი (კარტოფილი) და სხვ. ამოსაღებია.

    ადამიანი არის პროტეინების მჭამელი ცხოველი. მიაწექი ქათმის ხორცს, კარგია. კურდღელიც (ნაკლებცხიმიანია). ისე რატისაც მოუხდებოდა. ჰა!!!

    Like

    • სმი განსაზღვრული მაქვს. 27.5

      ძალიანაც რომ მოვინდომო 4 კგ-ზე მეტს ვერ დავიკლებ. 😍

      კი, მოუხდებოდა!!!
      მაგრამ ვინ მიჯერებს. 😄😄😄

      Like

  3. 27.5 არ არის ბევრი (ოვერვეითია). ნორმის ზედა ზღვარია 25. ანუ თუ 25-ს გავამრავლებთ მეტრებში გაზომილი სიმაღლის კვადრატზე ის უნდა იყოს შენი წონის წითელი ხაზი. თვეში 4 კგ-ის დაკლება ნორმალურია.

    Like

  4. თუმცა ეგ ყველაფერი არაპროფესიონალებისთვის საკმაოდ რთულად ჟღერს. მე მარტივი გამოსავალი ვიპოვე. სხეულის მასის ინდექსის უამრავი აპლიკაცია არსებობს. ერთერთით მეც ვსარგებლობ. 😍

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s